x
მეტი
  • 07.05.2024
  • სტატია:134648
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508850
საფრანგეთის ტურიზმის ინდუსტრია
საფრანგეთი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა ყოველწლიურად ჩამოსულ მნახველთა რაოდენობით. მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის დაყოფით ევროპის ტურისტულ რეგიონს ეკუთვნის. ის არის შენგენის წევრი და, როგორც უკვე აღვნიშნე, ტურისტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქვეყანაა. 2008 წელს სახელმწიფომ მიიღო 79 მილიონი ტურისტი. ამავე წელს ტურიზმიდან შემოსულმა მოგებამ 56, 570 მილიონი შეადგინა. 2010 წლის მონაცემებით, საფრანგეთი პირველ ადგილზეა საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობით. ხოლო, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული თანხებით, ის მესამე ადგილზე იმყოფება. მას წინ უსწრებს აშშ და ესპანეთი. ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი ქვეყნის შემოსავლების 6%-ს შეადგენს. (საშინაო 4%, შემოსვლითი 2%).

ტურიზმი აქ განვითარებულია ხმელთაშუა ზღვის, ატლანტის ოკეანის და ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე, პროვანსში. საფრანგეთის ალპები მთელი წლის განმავლობაში იღებს ტურისტებს. ალპები დასავლეთ ევროპის ყველაზე მაღალი მთებია, ხოლო საფრანგეთისათვის სამთო-სათხილამურო კურორტია, რომელიც ზამთრის სპორტის უმსხვილეს ცენტრს წარმოადგენს. ეს არის ყველაზე დიდი ტერიტორია სამთო-სათხილამურო სპორტისთვის და ტრასების დიდი არჩევანი. დასავლეთ ევროპის ყველაზე მაღალი მწვერვალი მონბლანი (4807მ). მდგრადი ამინდი, მზე, თოვლის გარანტირებული საფარი დეკემბრის დასაწყისიდან მაისის შუა პერიოდამდე. ამას ემატება ზაფხულში სრიალის საშუალება.

ქვეყნის დედაქალაქი, პარიზი, რომელიც საფრანგეთის ადმინისტრაციული, პოლიტიკური და კულტურული ცენტრია, მნახველთა აურაცხელ რაოდენობას იზიდავს ყოველდღიურად. ამ ქალაქში, რომელიც სიყვარულის ქალაქად არის ცნობილი, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებიდან ყოველდღიურად სტუმრობენ მნახველები. ქალაქის ცენტრი შესანიშნავი ნაგებობებითა და ბულვარებით არის გაფორმებული. ეს ყველაფერი ნაპოლეონის დროს მოგვაგონებს. პარიზში თავმოყრილია ისეთი ღირსშესანიშნავი, მაღალი ისტორიული, არქიტექტურული და კულტურული ღირებულების მქონე ძეგლები, როგორიცაა: ვერსალის სასახლე, ლუვრი, ვანდომის მოედანი, ტრიუმფალური თაღი, ტუილრის ბაღი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, ქალაქი სიმბოლო ეიფელის კოშკი და სხვა ღირსშესანიშნავი ძეგლები და ადგილები. ჯერ მარტო ეიფელის კოშკის სანახავად პარიზში ათასობით ადამიანი ჩამოდის. ეს ულამაზესი კოშკი, რომელიც თავისი სიმაღლით ცათამბჯენებს არ ჩამოუვარდება, მნახველების დიდ ინტერესსა და მოწონებას იმსახურებს.

პარიზს საფრანგეთისათვის უდიდესი მოგება მოაქვს. ტურისტების დიდი ნაწილი, თამამად შეიძლება ითქვას საფრანგეთში ძირითაადად პარიზის სანახავად ჩამოდის. რადგან, ამ ქალაქში თითქმის ყველაფერია თავმოყრილი: კლასიკა და თანამედროვეობა, ისტორიული შენობები და "ფეშენებლური ნაგებობები", ბრენდული მაღაზიები, ბულვარები და პარიზის ლამაზი ქუჩები. ერთი სიტყვით ყველაფერი, რამაც შეიძლება საფრანგეთი მოგაგონოს. სწორედ ამიტომ, აღსანიშნავია ტურისტთა ის განმაცვიფრებელი რაოდენობა, რომელიც პარიზს სტუმრობს.


პარიზი არა მხოლოდ საფრანგეთის, არამედ ევროპის წამყვანი კულტურული და პოლიტიკური ცენტრიცაა.

საფრანგეთის დედაქალაქი ცნობილია როგორც მსოფლიო მოდების ცენტრი. სწორედ ეს ქალაქი კარნახობდა და დღესაც კარნახობს მსოფლიოს მოდის ტენდენციებს. მაღალი მოდა პარიზის განუყოფელი ნაწილია. ქალაქში შეგვიძლია ვიხილოთ და დავათვალიეროთ ისეთი ცნობილი დიზაინერების სახლები, როგორებიც არიან: ივ სენ ლორანი, კოკო შანელი, კრისტიან დიორი, პიერ კარდენი და სხვანი. ასევე, ტურისტებისთვის საყვარელ ადგილებს წარმოადგენს ცნობილი ბრენდების "ბუტიკები" რომლებიც მრავლად გვხვდება პარიზის ქუჩებში.

პარიზის შემდეგ აღსანიშნავია ქალაქი მარსელი, რომელიც ქვეყნის უმსხვილეს პორტს წარმოადგენს და მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე. აქ მდებარეობს საერთაშორისო აეროპორტი.

ასევე, ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და ტურისტული დესტინაციებია: ლიონი, ნიცა, სტრასბურგი, კანი. ეს უკანასკნელი ფესტივალების მოყვარული ქალაქია. აღსანისნავია კანის კინო ფესტივალი, რომელიც მსოფლიო დონის მსახიობებსა და ხეოვანებს კრებს ქალაქში.

ბავშვებისათვის საყვარელი ადგილი პარიზის დისნეილენდია, რომელსაც ყოველდღე ათასობით ბავშვი და დიდი ადამიანი სტუმრობს ბავშვობის ოცნებების ასასრულებლად.

მონ-სენ მიშელი საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ ტურისტულ დესტინაციას წარმოადგენს, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. წმინდა მიქაელის სახელობის მთაა, რომელიც ახლა ციხე-სიმაგრედ გადაქცეული პატარა კლდოვანი კუნძულია. კუნძული არქიტექტურულ ძეგლადაა მიჩნეული და 1979 წლიდან იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი.

ფრანგული რივიერა რომლითაც ცნობილია ასევე საფრანგეთი, გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მარსელიდან იტალიის საზღვრებამდე. ის არის საფრანგეთის ცნობილი სამხრეთი რეგიონი. სახელგანთქმულია თავისი პროვანსული სამზარეულოთი და შესანიშნავი სასმელებით. image

0
675
შეფასება არ არის
ავტორი:მარიანა გელაშვილი
მარიანა გელაშვილი
675
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0