x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134580
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508657
თანამედროვე ხელოვნების გამოწვევები
სიტყვა ხელოვნება აღიქმება, როგორც ბუნების საპირისპიროდ. ეს ტერმინი ფართო გაგებით აერთიანებს ლიტერატურას, მუსიკას, მხატვრობას, სკულპტურას, ხატვას, სიმღერას. ვიწრო გაგებით კი, მხოლოდ სახვით ხელოვნებას, ფერწერას და გრაფიკას მოვიაზრებთ.

ხელოვნებამ, სანამ ამ დრომდე მოაღწევდა, განვითარების უამრავი სტადია განვლო. მისი დასაბამი, ჯერ კიდევ ქრისტესშობამდე ათასწლეულების წინ, საფრანგეთში, ლასკოს გამოქვაბულში აღმოჩენილი ნახაზებიდან იწყება. მან მრავალი ათასწლეული, ჯამთა სიავე და დროთა ქარტეხილი გადაიარა თანამედროვეობამდე მოსაღწევად. გაიარა განვითარების ეტაპები. იცვლებოდა დროთა განმავლობაში, იხვეწებოდა, იცვლიდა იერსახეს და დღესაც განიცდის ცვლილებას.

ყოველ ეპოქაში განსხვავებული ხელოვნების მიმდინარეობა და სტილი შეინიშნებოდა. 21-ე საუკუნის ხელოვნებაც არ ჩამოუვარდება სხვა საუკუნეების ხელოვნებას და გამოირჩევა თავისი განსხვავებულობითა და ორიგინალურობით.

წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით, თანამედროვე ხელოვნება უფრო სრულყოფილია, ვიდრე წინა საუკუნეების.


ჩვენი დროის ხელოვნება აქამდე არნახული გაქანებით აღწევს სოციალური ცხოვრების ყველა ასპექტში და გავლენას ახდენს ცივილიზაციის ყველა პროდუქტზე. თუკი ადრე მუსიკა, ქანდაკებები, პოემები და დრამები ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ რჩეული უმცირესობისათვის, ამჟამად თითქმის ყველას შეუძლია დატკბეს საუკეთესო ორკესტრების მიერ შესრულებული სიმფონიითა და საუკეთესო მსახიობების მიერ შესრულებული დრამებით.

ხელოვნება შემოვიდა თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.

თანამედროვე ხელოვნების კრიზისი, რომელიც მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო, გამოწვეული იყო იმით, რომ მან მიაღწია სიმწიფის სტადიას და ამ დროიდან ხდება უნაყოფო და თანდათანობით წინააღმდეგობრივი. ხელოვნების მზარდმა შინაგანმა წინააღმდეგობრივმა ხასიათმა გამოიწვია მისი ერთიანობის, ე.ი. მისი ბუნების რღვევა.

მისი რღვევა და ნგრევა გამოიხატება ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ღირებულების მოსპობაში. მისი ერთ-ერთი საბაზისო სოციალურ-კულტურული ღირებულება ჩამოჰყავს გრძნობადი სიამოვნების მარტივ დონემდე-"ღვინო-დუდუკი-ქალები". ასევე, მცდელობა სინამდვილე გამოხატოს ისეთი, როგორიც იგი გადაიშლება ჩვენი გრძნობათა ორგანოების წინაშე. ანუ თანამედროვე ხელოვნებას წილად ხვდა გახდეს ზედაპირული, უშინაარსო, არასრულყოფილი და მაცდუნებელი. დიდი წარმატების მოპოვებასა და სენსაციური მასალის ძიებაში, ხელოვნება გადაიხრება პოზიტიური მოვლენებიდან ნეგატიურისაკენ. მისი მრავალფეროვნება აგულიანებს უფრო მეტი მრავალგვარობის ძიებისკენ და იწვევს ერთიანობის, ჰარმონიისა და წონასწორობის რღვევას. სწორედ ამ საბაზისო ფაქტორების რღვევა იწვევს ხელოვნების დაკნინებას და მისი ძირითადი ფუნქციის დაკარგვას.

გრძნობადი ხელოვნება, რომელიც ხშირად თანამედროვე ხელოვნების სინონიმად გვევლინება, არის პროფესიონალების მიერ შექმნილი ხელოვნება ხალხისათვის. ასეთი სპეციალიზაცია იწვევს ხელოვნებისათვის სიწმინდის და ძირითადი არსის წართმევას.

ბერძნული ხელოვნება ძვ. წ. აღ. მესამე საუკუნემდე და შუა საუკუნეების ხელოვნება არასოდეს არ დაცემულა გართობისა და მომხმარებლობის დონემდე. ის იყო დიადი, მშვიდი, მქადაგებლური, ინტელექტუალურად, მორალურად და სოციალურად შთამაგონებელი. რასაც თანამედროვე ხელოვნებაზე ვერ ვიტყვით.

თანამედროვე ხელოვნება თანდათანობით ხდება საქონელი, უპირველესად გასაყიდად წარმოებული მოხმარებისათვის, გართობისა და სიამოვნებისათვის. იგი ემსახურება ბაზარს და ამიტომაც არ ძეუძლია მისი მოტხოვნების იგნორირება. ნაცვლად იმისა, რომ აამაღლოს მასები საკუთარ დონემდე, პირიქით, ის ეშვება მასების დონემდე.

ამის გამო, თანამედროვე ხელოვნება სულ უფროდა უფრო სცილდება კულტურულ და მორალურ ღირებულებებს და თანდათანობით გარდაიქმნება უშინაარსო ხელოვნებად.

0
439
შეფასება არ არის
ავტორი:მარიანა გელაშვილი
მარიანა გელაშვილი
439
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0