x
image
K.P.
ნინო გაჩეჩილაძე, მონატრებული "კატო", საკუთარ ძალებს სიმღერაში მოსინჯავს
imageყველასათვის საყვარელ მსახიობ ნინო გაჩეჩილაძეს პოპულარობა სერიალმა, "ჩემი ცოლის დაქალებმა" მოუტანა. მსახიობმა სერიალი დატოვა, თუმცა "მისი კატო" საზოგადოებას კვლავ ენატრება.

ნინო ტელეკომპანია "იმედის" ახალ პროექტში "ორ ვარსკვლავში" მიიღებს მონაწილეობას. ეს პროექტი "ცეკვავენ ვარსკვლავების" შემქმნელებისგანაა. სცენაზე ორი ვარსკვლავი ამღერდება, მათგან ერთ-ერთი მომღერალი იქნება.image

ნინო გაჩეჩილაძეს პარტნიორობას ჯეოსტარელი, ნიკო ბერიძე გაუწევს. ნიკო ახლა ბათუმში მუშაობს, იგი კოტეს როლს ასრულებდა სპექტაკლ "ქეთო და კოტეში". წყვილმა სიშორის გამო რეპეტიციის გავლა ვერ შეძლო, თუმცა საერთო მუსიკალური ძალები სკაიპის მეშვეობით მოსინჯეს.

ნინო მუსიკალური ოჯახიდანაა. მისი და თაკო გაჩეჩილაძე ყველასათვის ნაცნობი და საყვარელი მომღერალია, მამა გივი გაჩეჩილაძე კი არანაკლებ ცნობილი მუსიკოსი.



"იმის გამო, რომ სიმღერასთან "მეგობრული" დამოკიდებლება მაქვს, ბავშვობაში გუნდში ვმღეროდი, მუსიკალური შვიდწლედი მაქვს დამთავრებული, მოკლედ, უარი არ მითქვამს და არც ბევრი მიფიქრია. დიდი ხანია, არ მიმღერია. ამიტომ ჩემი ხმის იოგები დასამუშავებელია, რისთვისაც ახლა უკვე ბევრს ვმუშაობთ. რაც მთავარია, მყავს არაჩვეულებრივი მეწყვილე, ნიკო ბერიძე"-გვიამბობს ნინო.

imageimageimage

0
166
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
166
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0