x
image
ონოფინტე
ღვეზელი ვაშლით
image150 გრამი კარაქი კარგად გავთქვიფოთ ერთ ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, დავამატოთ ერთი ცალი გათქვეფილი კვერცხი, ცოტა მარილი, 0.5 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, დავაყაროთ ფქვილი, მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი და გავაჩეროთ 3-4 საათი; ცომი გავაბრტყელოთ მრგვალ ცხიმწასმულ, ფქვილმოყრილ ფორმაში და ზემოდან წავუსვათ რომელიმე ხილის სქელი პიურე.

ავიღოთ 3-4 ცალი დიდი ვაშლი, გავთალოთ, დავჭრათ თხელ ნაჭრებად და შემოვულაგოთ ნამცხვარს ირგვლივ (გვირგვინისებურად); ზემოდან მოვაყაროთ შაქრის ფქვილი, დარიჩინიდა შევდგათ გამოსაცხობად საშუალო სიმხურვალის ღუმელში. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ შაქრის პუდრი.


მასალა:

კარაქი-150 გრამი


შაქრის ფხვნილი-1 ჩაის ჭიქა

კვერცხი-1 ცალი

ცივი წყალი-0.5 ჩაის ჭიქა

ფქვილი-რამდენის დასჭირდება

პიურე-250 გრამი

ვაშლი-3-4 ცალი

დარიჩინი, შაქრის ფუდრი-გემოვნებით

0
117
11-ს მოსწონს
ავტორი:ონოფინტე
ონოფინტე
117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0