x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
ოპტიკური ილუზია,ანუ მოტყუებული თვალები...

ერთ დღეს რომ მითხრან ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობებიდან მხოლოდ ერთის შენარჩუნებაღა შეგიძლია და ამოირჩიე, თუ რომელი იქნება ის ერთი შესაძლებლობაო, ალბათ, დაუფიქრებლად ვუპასუხებ-მხედველობა.ადამიანებს არა თუ წარმოდგენა, ფიქრიც კი გვიჭირს იმაზე, თუ როგორი იქნება ჩვენი სიცოცხლე ჩვენი თვალების გარეშე.მხედველობა ადამიანს ეხმარება გარესამყაროსთან ურთიერთქმედებაში, გარემოს სრულყოფილად აღქმაში.ადამიანი გარემოს 95%-ს ეცნობა თვალის მეშვეობით.მხედველობის მეშვეობით განვასხვავებთ გარემომცველ საგნებს, ცოცხალი და არაცოცხალი სხეულების მოძრაობას, გრაფიკულ და ფერად სიგნალებს(ასოებს, ციფრებს, სურათებს და სხვ.)მას დიდი მნიშვნელობა აქვს ყველა სახის საქმიანობისათვის.დიდი სიფრთხილით უნდა მოვეპყროთ ჩვენს თვალებს თუ გვინდა, რომ იმ საოცარი შესაძლებლობების გამოცდის უნარი, რომლებსაც ისინი ფლობენ, არასოდეს დავკარგოთ.

image

გამართული მხედველობის შემთხვევაში ადამიანი წესით ყველაფერს ისე ხედავს და აღიქვამს, როგორც სინამდვილეშია, თუმცა ბოლომდე შეუცდომელი არც მხედველობაა.არსებობს ოპტიკური იუზია, რომელსაც ადამიანის მხედველობა და ტვინი შეცდომაში შეყავს.იგი აიძულებს ტვინს გაანალიზოს არარსებული და არსებულს იგნორირება გაუკეთოს.ოპტიკურ ილუზიებს იგონებენ სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები და ფიზიკოსები.ეს არც თუ ისე ადვილია და დიდი გათვლა სჭირდება. ლათინურიდან თარგმანში სიტყვა ”ილუზია” ნიშნავს ”შეცდომას”.ეს იმაზე მიგვითითებს, რომ ილუზია უძველესი დროიდან აღნიშნავდა მხედველობის სისტემის გაუმართაობას, შეცდომას.ამ შეცდომის გამომწვევი მიზეზების შესწავლით უძველესი დროიდან უამრავი ადამიანი იყო გატაცებული.ზოგიერთი ოპტიკური ილუზია უკვე გაშიფრეს მეცნიერებმა, ბევრი მათგანი კი ჯერ კიდევ ამოცანად რჩება. არსებობს ორი სახის ილუზია.ესენია ფიზიოლოგიური და შემეცნებითი ილუზიები.უფრო რთული აღსაქმელია ფოზიოლოგიური ილუზია.ამ დროს ტვინი ასე ვთქვათ ”იბნევა”.შემეცნებითს კი დაკვირვება ჭირდება, ანუ იგი შეიძლება აერთიანებდეს ორ სურათს და ჩვენს სხვადასხვა მომენტში განსხვავებულს ვხედავდეთ.მირაჟი ბუნებრივი ილუზიის მაგალითია, რაც ოპტიკურ ფენომენს წარმოადგენს, სხვა მაგალითია მთვარის ხილული სიდიდის ვარიაცია(მცირება ზენიტზე, დიდია ჰორიზონტთან–, თუმცა ეს არ არის ოპტიკური ფენომენი, არამედ უფრო შემეცნებითი ან კოგნიტური ილუზიაა. ისეთი სურათებისათვის ცქერა, სადაც ოპტიკურ ილუზიასთან გვაქვს საქმე საკმაოდ სახალისოა.ადამიანს, თუ დროის გაყვანა უნდა შეუძლია თავისუფლად დაკავდეს ამ საქმით.ზოგჯერ შესაძლოა თვალის გადაღლა და ცრემლდენა გამოიწვიოს ოპტიკურმა ილუზიამ და ადამიანს იმის შთაბეჭდილება შეექმნას, რომ ის მის თვალებს აზიანებს, თუმცა რეალურად საშიშროება იმისა, რომ ოპტიკური ილუზია თქვენს მხედველობას დააზიანებს ნაკლებად არსებობს.თუ წარსულში გქონდათ ან ახლა გაქვთ თვალებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები, სპეციალისტები მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გირჩევენ მოერიდოთ ოპტიკურ ილუზიებს. ფოტომასალა: imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


















0
469
3-ს მოსწონს
ავტორი:სოფო კაციტაძე
სოფო კაციტაძე
469
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0