x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508666
გვიან იქნება სინანული მიწამებ ღმერთად...

image1...ეტლით მოგიტან წარსულიდან ლამაზ გაზაფხულს,

ჩუმად მოგიტან ლლლლურჯთავლება იებს

ვნებით დაზაფრულს....

თუ დამიჯერებ?! ვერცხლის ხანას გვიან მოგიყვან..


შემოდგომამდე დასათვლეს წლებს ნაზად მოგირთავ..

მე კვლავ წაგიყვან შორეული ბავშვობის წლებში..

და შეგაფარებ საოცნებო მიუვალ მთებში..

შენთვის მოვიწვევ ფრთაფარფატა ლამაზ გაზაფხულს

შეგაკვრევინებ ნაზ თაიგულს ვნებით დაზაფრულს

მოგასმენიებ დაისიდან ნაცნობ არიას,

ტაძრად მიგიყვან შეგავედრებ წმინდა მარიამს...

არ დამიჯერებ?!

მე დაგტოვებ ფიქრებთან ერთად...

გვიან იქნება სინანული მიწამებ ღმერთად.....

-----------------------------------------------------------------------

2...ცოტას დავიცდი, მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ...

დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ...

რა იყო ჩემში ასე ცივი რით შეგაშინე?

შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიჩ არ შემარჩინე..

ცოტას დავიცდი სანამ წვიმის გავა სურნელი...

ნუღარ განიცდი, პატიებას ჩემგან ნუ ელი,

თურმე მე შენთვის ყველაფერი არ შემინდვია..

მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლლია?

ცოტას დავიცდი!მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ...

ნუღარ განიცდი...

ხვალ რომ უკვე მართლა დამკარგავ...

---------------------------------------------------------------------------

3...ცის საცერი ფიფქებს ცრიდა

დაბლა ქარი თოვლსა ჰგვიდა...

თოვლში იდგა ციცქნა გოგო

გაზაფხულის წვიმას ღვრიდა..

ციცქნა გოგოს დანახვაზე..

ბიჭი წარბსაც არ იხრიდა...

ფიფქად ქცეულ გოგოს ცრემლებს

ქარი ბიჭის ფეხქვეშ შლიდა...

ქარი ჰგვიდა, ზეცა ცრიდა

გოგო ისევ ცრემლებს ღვრიდა,

რა იცოდა რომ ის ბიჭი

ეღტ ცრემლადაც არა ღირდა...

----------------------------------------------------------------------------

4...იბადებოდი და ჩემს მკვლელად გწერდა განგება..

იბადებოდი რომ გეტანჯე მარად..

იმიტომ გაჩნდი რომ არ ვიყო თავისუფალი

მთელი ცხოვრება სენ რომ მყავდე "ფიქრად და დარდად"

იბადებოდი რათა მარად სენთვის მელოდა

მთელი ცხოვრება მუხლზე ჩოქვით შენზე მელოცნა...

იბადებოდი, ჩემს შემშლელად გწერდა განგება..

იბადებოდი, ჩემი ურჩი ჩემი თავნება...

---------------------------------------------------------------------------

5...მე თავს მოვიკლავ ისე სასტიკად..

შენ გეწყინება კიდეც....

მე თავს მოვიკლავ ისე უაზროდ

შენ ატირდები კიდეც.....

მე თავ მოვიკლავ ისე ლამაზად

მოგეწონება კიდეც...

მე თავს მოვიკლავ ისე ადვილად

გაგიკვირდება კიდეც...

მე თავს მოვიკლავ ისე ულმობლად

შეგეცოდები კიდეც...

მე თავს მოვიკლავ ისე მეფურად

შენ მოგინდება კიდეც...

მე თავს მოვიკლავ მაგრამ ვერასდროს

შენ ვერ გაიგებ მიზეზს....

---------------------------------------------------------------------------

აბა დაწერეთ კომენტარებში ამ ხუთიდან რომელი ლექსი უფრო მოგეწონათ?


5
71
7-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
71
  
2014, 10 აპრილი, 12:38
მიყვარხარ♥
2014, 10 აპრილი, 12:31
ყველა მომწონს ;)
2014, 10 აპრილი, 11:36
მადლობთ გაიხარეეთ
2014, 9 აპრილი, 16:25
ყველა მომეწონა განსაკუთრებით პირველი და ბოლო.მთავარი რაც არის იდრძნობა გრძნობის გამოძახილი,გისურვებ წარმატებას.
0 1 5