x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
112 - კიდევ ერთი მოპარული არქიტექტურული ნაგებობა.
image

სიახლეს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნაციონალური მოძრაობის, უფრო მეტწილად კი მიხეილ სააკაშვილის სურვილით შექმნილი და დაპროექტებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში აშენდა, სინამდვილეში ამა თუ იმ ქვეყნიდან აღებული არქიტექტურული შედევრებია. ძირითადად ეს იყო ახალი, თანამედროვე, ორიგინალური არქიტექტურის მქონე ნაგებობები, რომელის დაპროექტებასაც ესპანელ არქიტექტორს მიაწერდნენ.


სხვადასხვა ეპოქის არქიტექტურული შედევრების თვალიერებისას,
ბულგარეთში არსებულ, უცნაური ფორმის შენობას წავაწყდი, რომელიც ჩვენი, 112-ის შენობის ანალოგია. საინტერესოა, ეს უბრალო დამთხვევაა თუ შეგნებული საქციელი. თანაც ადგილმდებარეობებიც ზალიან წააგავს ერთმანეთს, მოწყვეტილი, ქალაქისგან მოშორებული ადგილი, რომელიც ყველა მხრიდან ჩანს და საიდანაც ყველაფერი ჩანს.

ბულგარეთში არსებული „ჩვენნაირი“ შენობის ისტორია ასეთია:
1891 წელს, სოციალისტები, რომელსაც დიმიტრი ბლაგოევი
ხელმძღვანელობდა, ამ ადგილას ფარულად შეიკრიბნენ, რათა შეექმნათ ორგანიზებული სოციალისტური მოძრაობა. ამ აქტის საპატივცემულოდ, საბჭოთა კავშირის მმართველობის
დროს, თეფშის მსგავსი ძეგლი აშენდა ამ უღელტეხილზე. ერთ დროს, ეს იყო ყველაზე ლამაზი შენობა. გარედან ძალიან უცნაური, ხოლო შიგნით ულამაზესი ინტერიერით, რომელიც დღეს სამწუხაროდ განადგურებული და დანგრეულია.
შენობის ინტერიერი მორთული იყო საბჭოთა სტილის ეპოქაში აღიარებული და დამკვიდრებული სიმბოლიკით. ზედა სახურავზე გამოსახული იყო ნამგალი და ურო.
დღეს, ეს არის ძალიან საშიში ადგილი, რომელსაც უკან მოაქვს მოგონებები სოციალისტური წეს-წყობილებისა.

image



image




image



imageimage
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


6
1813
21-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
1813
  
2017, 29 დეკემბერი, 8:45
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2014, 19 თებერვალი, 17:32
112 ტუფტა ორგანიზაციაა. გამოძახებაზე მოვიდნენ ზუბილათი და ჩაქუჩით, იღლიაში პორტფელით. რაში იხარჯება ჩვენი გადახდილი ფული, აღჭურვილობა მაგათ არა აქვთ და პროფესიონალიზმზეც არავინ ზრუნავს.
2014, 16 თებერვალი, 13:04
მადლობა :)
2014, 16 თებერვალი, 0:12
ძალიან მაგარი სტატიაა
2014, 15 თებერვალი, 22:51
მადლობა :)
2014, 15 თებერვალი, 22:51
მაგარი სტატიაა
0 1 6