x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
პოტენციურ ფოტოგრაფებს!!!

ფოტოგრაფიით, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის უდიდეს გამოგონებად ითვლება სულ უფროდაუფრო მეტი ადამიანი ინტერესდება.ზოგისთვის ის პროფესიაა, ზოგისთვის უბრალოდ ჰობი, თუმცა იმაზე, რომ ის უდაოდ ჭეშმარიტი ხელოვნებაა ყველა თანხმდება.ფოტოგრაფიას ისევე, როგორც ყველაფერს აქვს თავისი წესები, კანონები, შემოქმედებითი ცხოვრების სტილი, თუმცა ფაქტია, რომ ბევრი რამ ფოტოგრაფის ხედვაზე და ფანტაზიის უნარზეა დამოკიდებული.გადაღების ტექნიკა შეიძლება შეისწავლოს ადამიანმა, მაგრამ მარტო ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ ფოტოგრაფიას მოკიდო ხელი-მთავარია ხედვა, რომელიც თავიდან შეიძლება პრიმიტიულიც კი იყოს, მაგრამ, ჩემი რწმენით, გემოვნებისა და იდეების მსგავსად შეიძლება დაიხვეწოს. ფოტოგრაფია ზოგისთვის უბრალოდ ღილაკზე თითის დაჭერაა, რაც ყველას შეუძლია, თუმცა, რათქმაუნდა, ის უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერა-ესაა რეალობის მხატვრულად დანახვისა და ფოტოთი გადმოცემის ნიჭი.არასდროსაა გვიანი მოკიდო ხელი აპარატს და დაიწყო გადაღება.ფოტოგრაფიაში შეიძლება ყოველწამს, ყოველდღე თუ ყოველთვე რაღაც ახალი ისწავლო, ახალი გადაიღო ან უკვე გადაღებულ სურათებს ახლებურად შეხედო.

image

ფოტოგრაფმა ფოტოს გადაღებამდე უნდა ააწყოს კომპოზიცია, შეამოწმოს წინა და უკანა პლანი, განათება და ა.შ. უამრავი დეტალია, რომლის გათვალისწინებაცაა საჭირო იმისთვის, რომ მან მიიღოს ისეთი შედეგი ფოტოზე, როგორიც სურდა. ყველა ადამიანი სხვადსხვა ინტენსივობით იღებს ფოტოაპარატს ხელში.შეიძლება სულ თან დაგქონდეს აპარატი, აგრამ შენს ობიექტივში საინტერესო ვერაფერი აღმოჩნდეს.ისიც შესაძლებელია, რომ წელიწადში ერთხელ გადაიღო, მაგრამ ისეთი სურათი მიიღო, რომ ბევრ სხვა ნამუშევარს ერთად აღებულს სჯობდეს.მიუხედავად ამისა, მე მაინც ვფიქრობ,

რომ ფოტოგრაფიისათვის პრაქიკა აუცილებელია-მუდმივად უნდა ეძებდე რაღაც ახალს და არ უნდა კმაყოფილდებოდე უკვე მიღწეული შედეგებით.შეიძლება ითქვას, რომ იგი აზარტული ხელოვნების დარგია.დიდი ოდენობით ადრენალინის გამოყოფა შეინიშნება ფოტოს გადაღების გადაწყვეტილების მიღებიდან უშუალოდ გადაღების(ღილაკზე თითის დაჭერის)მომენტამდე.მაშინას ადრენალინის გამოყოფასთან გვაქვს საქმე, როცა რაღაც მოვლენის ეპიცენტრში ვართ და გვეშინია რამე მნიშვნელოვანი არ გამოგვრჩეს.ამავე დროს ის არის არაჩვეულებრივი განტვირთვის საშუალება.შეიძლება ისე მიეჩვიოს ადამიანი მას, რომ ერთგვარი თერაპიაც კი გახდეს მისთვის, ზოგადად ხელოვნებას ხელოვანები ყველაზე ხშირად სწორედ, ხომ დასამშვიდებლად და დროებით ყველა პრობლემის დასავიწყებლად მიმართავენ.


ასე, რომ თუ გსურთ განიტვირთოთ, დაივიწყოთ თქვენი პრობლემები, დახარჯოთ თავისუფალი დრო ან თუ უბრალოდ, როცა ლამაზ ხედებს, საინტერესო ვიზუალის მქონდე ინდივპირებს ხედავთ გიჩნდებათ სურვილი ეს ყველაფერი დაინტანოთ ფოტოზე ჩემი რჩევა იქქნება-აითეთ ხელში აპარატი და სცადეთ, ვინ იცის იქნებ სწორედ, თქვენ გაქვთ ის ყველაფერი, რაც ნამდვილ ფოტოგრაფს სჭირება წარმაატებული საქმიაობისთვის
.

0
20
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სოფო კაციტაძე
სოფო კაციტაძე
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0