სხვა კაცი,რომელმაც დაამარცხა ალ კაპონე 2014, 10 თებერვალი, 18:52 ელიოტ ნეში დაიბადა ჩიკაგოში, მან ჩიკაგოში დაამთავრა
უნივერსიტეტი
და დაიწყო მუშაობა სახაზინო სამსახურში. მაშინდელმა ამერიკის
პრეზიდენტმა ჰერბეტ გუვერმა ბრძანება გასცა საბოლოოდ
გაენადგურებინათ ალ კაპონე და მისი ბანდის წევრები.ეს საქმე უნდა ეთავა ფინანსთა სამინისტროს, სადაც ახალგაზრდა ელიოტი მუშაობდა. ჩიკაგოს სამართალდამცავ სტრუქტურაში კორუფცია იყო გამეფებული და ალ კაპონეც ადვილად უსხლტებოდა ხელიდან სამართალდამცავებს 1929 წელს ელიოტ ნეშმა გადაწყვითა შეექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელშიც გაწევრიანებული იქნებოდნენ არაკორუმპირებული სამართალდამცავები.თავიდან მისი ჯგუფი 50 კაცისგან შედგებოდა, ხოლო შემდეგ ჯგუფი 9 კაცამდე შემცირდა. ჯგუბში იყვნენ პროფესიონალი მსროლელები... ჟურნალისტებმა ჯგუფს დაარქვეს “ხელშეუხებელნი“ ბრაიან დე პალმამ კინოც კი გადაიღო მათ შესახებ, სადაც შესანიშნავი მსახიობები მონაწილეობენ. ერთხელ, როდესაც მაფიოზის ბუღალტრული აღრიცხვები ხელში ჩაუვარდა ელიოტს, მაშინ მიხვდა ის, რომ კაპონეს დამარცხება გაგასახადების გადაუხდელობის გამო შეიძლება. 1931 წელს ელიოტმა და მისმა ჯგუფქმა მოახერხა და კაპონე ციხეში გამოამწყვდიეს.გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით. ელიოტ ნეშმა ამის შემდეგაც გააგრძელა თავისი პროფესიონალური საქმიანობა, მაგრამ ის მალე დავიწყებაში მიეცა, ამერიკის მთავრობამ ელიოტი არ დააწინაურეს, არანაირი პრემია არ მისცეს და თითქოს არც არაფერი გაუკეთებია ისე მოექცა. ნეში 1942 წელს პენშიაში გავიდა და მცირეოდენი პენსია დაენიშნა და მთავრობამ მაჯის საათი აჩუქა... კაცი, რომელმაც დაამარცხა ისტორიაში ყველაზე გავლენიანი მაფიოზი, ყველასგან დავიწყებული 1975 წელს გარდაიცვალა.... 265 2-ს მოსწონს
|