x
image
t.x.
ნიუ-იორკის მოდის კვირეული, ახალი ტენდენციები და პოდიუმზე შემოვარდნილი შიშველი მამაკაცი(+ ფოტოგალერეა)

imageროცა მოდელები ულამაზესი სამოსის კოლექციას წარმოგვიდგენდნენ, პოდიუმი შტურმით აიღეს. პოდიუმზე ამოვარდა თითქმის შიშველი მამაკაცი. მას თავზე გვირგვინი ეხურა, ფეხზე წითელი, ზოლიანი წინდები და შავი თხელი, ჩახსნილი ქურთუკი ეცვა. "მამაკაცური ღირსება" კი დაფარული ჰქონდა რაღაც მცირე ზომის ტრუსისმაგვარი ნაჭრით, რომელიც ლეოპარდის ტყავისებურად იყო მოხატული.image სანამ მამაკაცის შეჩერებას შეძლებდნენ, ის მშვიდად ჩადგა მოდელებს შორის და თავმომწონე სახით გაიარ-გამოიარა პოდიუმზე. რა თქმა უნდა, მას დაცვა გამოეკიდა, რაც სურათებიდანაც კარგად ჩანს, მაგრამ ვერ მოასწრეს შეჩერება. ეს სცენაზე ამომხტარი ადამიანი კი იყო უკრაინელი მსახიობი ვიტალი სერდიუკი, რომელმაც ამდაგვარივე ხრიკი მოაწყო გრემის დაჯილდოვებაზე.image მიუხედავად სცენაზე მომხდარი ინციდენტისა და საყოველთაო მხიარული განწყობისა, მოდელებმა შეძლეს თავის შეკავება და სერიოზული სახეების შენარჩუნება. მხიარული განწყობა დიდხანს შენარჩუნდა და ინციდენტის გამო მცირე შესვენება მოეწყო. ჩვენების დარჩენილმა ნაწილმაც კარგად ჩაიარა.

მოდელებს აზიური სტილის მუქი წითელი კაბები ეცვათ. ზოგი მათგანი ყვავილებით იყო მოჩითული. აღსანიშნავი იყო მუქი ლურჯი კაბა გრძელი სახელოებითა და ასიმეტრიული ფორმებით. წითელ და ფერად აბრეშუმებს ბეწვით გაწყობილი სამოსი მოჰყვა. ბეწვისავე სამოსი გაწყობილი იყო ზამშის ნაჭრებით და ვერცხლისფრად მოლივლივე ნაქსოვით. ულამაზეს შეხამებას ქმნიდნენ მუქი წითელისა და ნარინჯისფერი შეფერილობის მოსასხამები.

ახლა კი წარმოგიდგენთ ფოტოგალერეას:imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage









0
85
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:t.x.
t.x.
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0