x
XXI-ე საუკონის შავი ჭირი - ასპარტამი და გენმოდიფიცირებული პროდუქტები

imageგენმოდიფიცირებული პროდუქტების მიღება, საკვები

პროდუქტების სახით, იწვევს კუჭის ლორწოვანი სტრუქტურის დარღვევას და ხელს უწყობს ნაწლავებში, ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი მიკროფლორის წარმოქმნას.


ამასთან ერთად, მთელ რიგ უკუჩვენებებს ემატება ორგანიზმის იმუნიტეტის დაქვეითება და ნივთიერებათა ცვლის მოშლა. რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში ქრონიკული დაავადებების აკუმულირებას და არაჯანსაღი წონის ჩამოყალიბებას. პარადოქსია, რომ სწორედ ის პროდუქტები, რომლებსაც რეკლამა უკეთდება როგორც დაბალცხიმიანი, უშაქრო და დიეტური, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოშლას და ჭარბ წონას. მაგალითისთვის, ათასობით ეგრედ წოდებულ დიეტურ პროდუქტში ხელოვნური დამატკბობელი ასპარტამი უკეთდება. მისი უკუჩვენების გამო, მას 21-ე საუკუნის შავ ჭირს უწოდებენ. დიეტური პროდუქტის ერთ-ერთი უკუჩვენება - სიმსუქნეა. საქართველოში ყოველდღიურად მილიონობით ადამიანი ბრმად იღებს ასპარტამს საღეჭი რეზინების, დიეტური სასმელების და უშაქრო ტკბილეულის სახით. უკუჩვენების მოკლე ჩამონათვალი ასე გამოიყურება, მხედველობის მხრივ: მხედველობის დაქვეითება, დაბრმავება, ტკივილი თვალში, თვალის სიმშრალე. სმენის მხრივ: ტინიტუსი, ხმაური ყურში, სმენის დაქვეითება. ნევროლოგიური დაავადებები: ეპილეფსია, თავბრუსხვევა, მეხსიერების დაქვეითება, მეტყველების უნარის დაქვეითება, მოუსვენრობა, აფორიაქება. კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევის შეგრძნება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში. აგრეთვე იწვევს კანის ალერგიულ დაავადებებს - ქაილი, წვა. აღინიშნება ენდოკრინოლოგიური პრობლემები.

აღსანიშნაის რომ, სწორედ გენმოდიფიცირებული პროდუქტების მიღება უკავშირდება ონკოლოგიური დაავადებების მომრავლებას. ტრანსგერებს გააჩნიათ ნაწლავის მიკროორგანიზმის გენურ აპარატთან ინტეგრირების თვისება, ეს კი მუტაციაა. როგორც ცნობილია, ადამიანის ორგანიზმში სიმსივნეების განვითარებას უჯრედების მუტაცია იწვევს.

0
472
1-ს მოსწონს
ავტორი:giorgi babukhadia
giorgi babukhadia
472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0