x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508658
*********************

მირტყავს და მირტყავს ცხოვრება,

თითქოსდა არ ვილახები.

სულში მიმიზნებს პირდაპირ,

სხეულს არ მაჩანს დაღები.

ამ უსასრულო ბრძოლაში,

ჭკუით ვარ გამონარჩევი,

ტკივილს ვიყუჩებ იმედით,

ტირილს ვარ გადანაჩვევი.

ყველას ვგონივარ უდარდო,

ცხოვრებით განალაღები,

გულში კი კვნესის ტკივილით,

შემონაჩვევი დარდები.

და მაინც, არ დავცემულვარ!

ხვთის სიყვარულით ვმაღლდები,

ვერ მომრევიაეშმაკი,

დღითი დღე რწმენით ვკაჟდები.

უფლის კურთხეულ სიწმინდეს,

ფეხქვეშ ეგება ყოველი,

ნიჭს და სმართლეს ორივეს,

ვერ ჯაბნის წუთისოფელი.

0
8
4-ს მოსწონს
ავტორი:ნატო ახრახაძე
ნატო ახრახაძე
8