x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134683
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509000
პიროვნული ზრდის სპირალი

ადამიანის ცხოვრება ჰგავს ან წრეზე სიარულს, ან აღმავალი სპირალით მოძრაობას. იმისათვის რომ ცხოვრება იყოს შინაარსიანი ადამიანის მატერიალური დოვლათი უნდა გაიზარდოს და ამავდროულად ადამიანი უნდა დატკბეს თავისი შრომის ნაყოფით.

შეიძლება ადამიანის ცხოვრებაში გაჩნდეს უეცარი ფული, შეიძლება ადამიანმა შეიძინოს ქონება, მაგრამ თუკი პარალელურად ვალები დაგროვდა ისე, რომ მან გადააჭარბა ადამიანის ქონებას, გამოდის, რომ მას სრულებითაც არ გაზრდია დოვლათი. თუკი
ადამიანი ხარჯავს ყველაფერს და კიდევ ცოტა მეტს, ვიდრე შოულობს, საიდან უნდა დაგროვდეს დოვლათი? ამას მოჰყვება სულიერი დაუკმაყოფილებლობა. ადამიანი შინაგანად ხვდება, რომ
მახეშია, რომ მას არ შეუძლია სამსახურის დაკარგვა, იმიტომ, რომ ბანკი წაართმევს ქონებას. ასეთი განწყობით, როგორ შეიძლება ის დატკბეს თავისივე ნაშოვნი ფულით? გამოდის, რომ წლები გადის, მაგრამ ის წინ ვერ მიიწევს. ის არაფერს სწავლობს ახალს, ის უშვებს
ერთსა და იმავე შეცდომებს წლიდან წლამდე. ამის გარდა ინფლაცია მოითხოვს მისგან მეტ ფულს. დამქირავებელი კი სრულებით არ ჩქარობს მისთვის ხელფასის მომატებას. რატომ? იმიტომ, რომ მისგან
მეტი სარგებელი არ არის. რატომ არ არის მისგან მეტი სარგებელი?
იმიტომ, რომ ის არაფერს სწავლობს ახალს და არ შეუძლია იმაზე მეტი სარგებლობის მოტანა, ვიდრე
ახლა მოაქვს. როდესაც ვიღაცა სხვა შეძლება ამას, ასეთი ადამიანი კარგავს სამსახურს. ეს გარდაუვალია. ადამიანი ფაქტიურად მოძრაობს წრეზე.

მაშ, რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა თავისი კეთილდღეობის
გამოსასწორებლად? მან უნდა გააკეთოს სამი რამ: 1.შეიძინოს ახალი ცოდნა, 2.აიღოს პასუხისმგებლობა რაღაცის გაკეთებაზედა 3. გააკეთოს ის. ეს არის წინსვლის საწინდარი. ამ სამ მოქმედებას არ უნდა ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადამიანმა ისევ უნდა გაიმეოროს ეს სამი მოქმედება. შედეგად პიროვნება გაიზრდება სულიერად, რასაც, უეჭველად მოჰყვება მატერიალური სიკეთეებიც. ამ უკანასკნელს შეიძლება რამდენიმე
სახე ჰქონდეს: სამსახურში დაწინაურება, სხვაა კომპანიაში
გადასვლა უფრო მაღალ ანაზღაურებაზე, ბიზნესის გაფართოება,
ახალი ბიზნესის წამოწყება, არსებული რესურსების უკეთ გამოყენება და ა.შ.
სპირალური აღმასვლის თავისებურება ის არის, რომ A-დან B წერტილში ვერ გადავაადგილდებით უმოკლესი გზით. ჩვენ გვიწევს
დიდი წრის გავლა. ზოგჯერ ეს ერთი ხვეული 10-12 წელი გრძელდება.






0
14
შეფასება არ არის
ავტორი:ზურაბ ვეფხვაძე
ზურაბ ვეფხვაძე
14
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0