x
image
ნანა სვანაძე
Mediator image
იკერ კასილასი–დიდი რეკორცმენი...

imageმადრიდის რეალის კაპიტანი, გუნდის სული, ენერგია და ძალა
– იკერ კასილასი. ფეხბურთელი, რომელიც არამხოლოდ მადრიდელთა, არამედ ზოგადად საფეხბურთო
სამყაროს ლეგენდად იქცა. მისი კარიერა მუდმივად ყურადღების ცენტრშია, ის მსოფლიოს ნომერ
პირველი გუნდის წამყვანი ფიგურაა და მას, განურჩევლად იმისა თუ ვინ რომელი გუნდის გულშემატკივარია,
ყველა პატივს სცემს...2014წელი მადრიდის რეალისთვის წარმატებულად დაიწყო, გუნდი კარგ
ფორმაშია. ფეხბურთელთა თამაში აღფრთოვანებას იწვევს მაყურებელში. ფეხბურთელების პირად
რეკორდებსაც საზღვარი არ აქვს, კიდე უფრო მეტად ამყარებს მათ ლიდერობას ისიც, რომ გუნდში
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღება მინდა იკერ კასილასის რეკორდზე გავამახვილო.
მან მოახერხა და 682წუთი კარი მშრალად შეინახა, რეკორდი 658წუთი იყო. დინჯი, ერთგული
და პროფესიონალი, დიდი გუნდის, დიდი კაპიტანი, რომელიც რეალის გულშემატკივრების იმედი და სიმშვიდეა, როცა ის კარშია, გულშემატკივრები
კიდე უფრო ამაყად ყვირიან: „ჰალა მადრიდ“...

imageimageimageimage



3
37
7-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
37
  
2014, 3 თებერვალი, 21:06
:* გაიხარეე :D
2014, 3 თებერვალი, 0:48
გადასარევი....!!!ნომერ პირველი და საუკეთესო...ჰალა ჰალა ჰალაააააააა!
2014, 2 თებერვალი, 23:55
მაგარი კაცია... ჰალლა მადრიდ... :)
0 1 3