x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
სილამაზის ეტალონი მსახიობი ქალები.
როგორც ცნობილია, ყოველწლიურად ხდება გრადაცია და დაკომპლექტება სხვადასხვა პუბლიკაციებისა. არც გასულ წელს ჩაუვლია მის გარეშე და გამოვლინდა მსოფლიოს ყველაზე ლამაზი მსახიობი ქალები. მოდით ერთად გადავხედოთ სილამაზის ეტალონად მიჩნეულ ლამაზმანებს და ღირსეულად უკავიათ თუ არა განსაზღვრული პოზიცია, განსჯა თქვენთვის მომინდვია.

1. Angelina Jolie. სილამაზის ეტალონად წოდებული ენჯი, რომელიც ამ სიის პირველ ადგილს იკავებს არის სამი ოქროს გლობუსის მფლობელი სამსახიობო მოღვაწეობაში.

image
image



2.Natalie Portman. ოქროს გლობუსისა და ოსკარის მფლობელი ნატალი პორტმანიც ღირსეულად მოხვდა ამ სიის მეორე ადგილზე.

image
image



3.Olivia Wilde. ახალგაზრდა მსახიობებს შორის გამოარჩიეს ასევე ოლივია ვაილდი, რომელიც ცნობილი გახდა სერიალიდან "ექიმი ჰაუსი" და ამ სიის მესამე ადგილი მიაკუთვნეს.


image
image


4. Scarlett Johansson. დიდი ხნის განმავლობაში წამყავნ პოზიციებს არ თმობს ყველასათვის ნაცნობი, არაჩვეულებრივი ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი. გარდა სამსახიობო კარიერისა სკარლეტი გატაცებულია მუსიკით და საკუთარი უკვე ორი ალბომი აქვს გამოცემული.

imageimage


5. monicca belucci. არც თუ ისე ახალგაზრდა, მაგრამ არაჩვეულებრივი, ასევე სილამაზის ეტალონად წოდებული იტალიელი მსახიობი და მოდელი მონიკა ბელუჩი ღირსეულად აქტიურობს ასპარეზზე.

imageimage



6. Charlize Theron. დღესაც შევიდა შარლიზ ტერონი ამ ულამაზეს მსახიობთა სიაში, რომელმაც მოწონება ჯერ კიდევ 90-ნი წლების დასარულს დაიმსახურა.

image
image



7. Penelope Cruz. ოსკარის კოლექციებით ცნობილი, უნიჭიერესი და არაჩვეულებრივი მსახიობი პენელოპა კრუზი, რომელმაც 20 წლის განმავლობაში 50 ფილმში მიიღო მონაწილეობა, ასევე ამშვენებს ამ სიას.

imageimage


8. Jennifer Aniston. "ემის" პრემიის და "ოქროს გლობუსის" მფლობელი, უნიჭიერესი და უსაყვარლესი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი ასევე ღირსეულად იკავებს ამ სიის მე-8 ადგილს.

image
image





9.Catherine Zeta-Jones. ოქროს ოსკარის მფლობელი, ბრიტანელი, ჰოლივუდის მსახიობი კეტრინ ზეტა-ჯონსიც ღირსეულად ასპარეზობს.

image
image



10. jessica alba. კინოს ლამაზმანად არაერთხელ წოდებული, უსაყვარლესი ჯესიკა ალბა ასრულებს სილამაზის ეტალონად წოდებულ მსახიობთა სიის ათეულს.

image
image


10
325
13-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
325
  
2014, 31 იანვარი, 0:48
ნუ სამსახიობო ნიჭი სულ სხვა საკითხია. მაშინ მერილ სტრიპი უნდა შევიყვანოთ ამ სიაში, თან პირველ ადგილზე და ჯოლი საერთოდ ამოვაგდოთ. ჩემი სუბიეტური შეხედულებით ჯოლი ძალიან სუსტი მსახიობია. მსახიობი, რომელიც მთელი ცხოვრება ფაქტობრივად ერთსა და იმავე პერსონაჟს თამაშობს ყველა ფილმში, მე პირადად მსახიობად არ მიმაჩნია. ნამდვილი მსახიობი მაგალითად ალ პაჩინოა. შეადარეთ მისი პერსონაჟები ერთმანეთს და გაოცებული დარჩებით, როგორ შეიძლება ერთ ადამიანს ასე შეეძლოს გარდასახვა. ერთსა და იმავე ჟანრისა და თემატიკის ფილმებშიც კი ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავებული პერსონაჟების შექმნა შეუძლია, თითქოს სხვადასხვა მსახიობი თამაშობსო. მაგალითად მაიკლ კორლეონე და ტონი მონტანა.
2014, 31 იანვარი, 0:26
გეთანხმები, ვაილდთან ერთად ენისტონიც მინდოდა დამეწერა, მაგრამ ეგ მსახიობი ძალიან მომწონს, გადავიფიქრე, მისი ადგილი აქ არ არის, თუმცა ჩემი ერთ-ერთი კუმირი მსახიობია.
2014, 31 იანვარი, 0:22
ოლივია ვაილდის და ჯენიფერ ენისტონის ადგილი აქ ნამდვილად არ არის. რამდენი ჯობია მაგ ორს, მილა, ჯულია, მიშელ პფაიფერი, შერონ სტოუნი და უამრავი კიდე. ჩემთვის სილამაზის ეტალონი და ყველაზე შეუდარებელი შარლიზია. ამ ათეულიდან კეტრინ ზეტა ჯონსს მივცემდი მეორე ადგილს, ძალიან დახვეწილია. სკარლეტი და ჯესიკაც ძალიან მომწონს :)
2014, 30 იანვარი, 21:43
მე ის გამიკვირდა ოლივია ვაილდი რატომ მიიჩნიეს ეტალონად, სხვა უფრო ლამაზი მსახიობებიც გვყავს. არანაირი პრეტენზია არ მაქვს მისი, მაგრამ მაინც...
2014, 30 იანვარი, 19:38
სილამაზის ეტალონი ჩემი აზრით აქედან არის მხოლოდ მონიკა ბელუჩი და შარლიზ ტერონი
2014, 30 იანვარი, 15:43
და მაინც მონიკა:)
2014, 30 იანვარი, 15:30
8. Jennifer Aniston. საყვარელია
2014, 30 იანვარი, 15:26
სკარლეტ უმშვენიერესია
2014, 30 იანვარი, 15:23
მე მომწონს პენელოპე კრუზი და ჯესიკა ალბა
2014, 30 იანვარი, 15:22
სადაა ნიკოლ კიდმანი. გაბრაზების ღიმილაკი. :))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10