x
image
K.P.
დაიკელი წონაში ცნობილების მაგალითზე–ჯენიფერ ენისტონის დიეტა

imageყველასათვის ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი ზედმეტი სიგამხდრით არ გამოირჩევა, თუმცა მის სხეულზე ჭარბ წონას ვერასდროს ნახავთ... იგი წონას მუდამ აკონტროლებს და სასურველი ფორმების შენარჩუნებას შრომისმოყვარეობის წყალობით ახერხებს. მსახიობი ყოველდღიურად ვარჯიშობს, დისციპლინირებულად იკვებება და დღეში იღებს 1300 კალორიამდე საკვებს.


ჯენიფერი ყოველდღიურად ფიტნესითაა დაკავებული, თუმცა ეს იდეალური ფორმების შესანარჩუნებლად საკმარისი როდია. მსახიობი დიდ ყურადღებას აქცევს კვების რაციონს. ჯენიფერი სიამოვნებით მიირთმევს უცხიმო თევზს, ბროკოლით ან სოკოს გარნირით. ტკბილეული და მზა საკვები მსახიობის რაციონიდან ამოღებულია, რაც შეეხება ალკოჰოლს იგი უკიდურეს შემთხვევაში იღებს შეზღუდული რაოდენობით. ჯენიფერი საღამოობით ცდილობს სიგარეტის მოწევისაგან თავი შეიკავოს.


ჯენიფერის დილა ერთი ჭიქა სახლში დაწურული, ნატურალური, ახალი ციტრუსის წვენით (ფორთოხლის ან ლიმნის წვენი შაქრის გარეშე, დასაშვებია შერევაც) იწყება. რაც ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და აქვეითებს მადას. ჯენიფერი დღეში 2 საათის მანძილზე ვარჯოშობს სპეციალური ფიტნესპროგრამის მიხედვით. მისი მტკიცებით, ფიტნესი მხოლოდ წონის შენარჩუნების საშუალება როდია, მისი მთავარი ღირსება ისაა, რომ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურები ვიდრე სინამდვილეში ხარ.imageimageimage




0
254
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0