x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134699
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509001
რა იპოვეს 70 წლით მიტოვებულ სახლში?
ჟურნალისტების თაოსნობით 10 იანვარს ერთ-ერთ უცხოურ მედიაზე გავრცელდა ინფორმაცია საფრანგეთის ქალაქ პარიზში 70 წლის მიტოვებულ ბინაზე, რომელიც ქალბატონ "დე ფლორიანს" ეკუთვნოდა ოდესღაც.

image
შვიდი ათწლეულის მანძილზე ბინაში აღარავის უცხოვრია, ქალბატონ დე ფლორიანს იგი მეორე მსოფლიო ომამდე მიუტოვებია და "გრანდ ოპერისა" და "წმ სამების" ეკლესიის მახლობლად გადასახლებულა, მიუხედავად იმისა, რომ კომუნალურ გადასახადებს მუდმივად იხდიდა, საცხოვრებლად აღარ დაბრუნებულა. მემკვიდრეებიც მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაუბრუნდნენ ბინას.



ამ ბინის ნახვით იყვნენ გაოცებულნი ექსპერტები, ვინაიდან წლებისდა მიუხედავად შემონახული იყო ინტერიერი და მეტიც, მუზეუმის ასოციაციას ტოვებდა.



ხელოვნების ნიმუშებიდან კი ყველაზე დიდი ყურადღება მიიბყრო პორტრეტმა, რომელზეც ასახულია ქალი ვარდისფერ საღამურში. ეს ქალბატონი კი გახლავთ თავად ბინის მეპატრონის ბებია- მარტა დე ფლორიანი. პორტრეტი დახატულია იტალიელი მხატვრის "ჯოვანი ბოლდინის" მიერ 19 საუკ-ის დასასრულსა და 20-ე საუკუნის დასაწყისში.



image


ფერწერის სინამდვილე როდესაც დადასტურდა, პორტრეტი "ქალი ვარდისფერ საღამურში" აუქციონზე გაიტანეს, რომლის საწყისი ფასიც 384, 880$-ს შეადგენდა, თუმცა საბოლოოდ 2, 707 000 $-ად გაიყიდა.



3
963
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
963
  
2014, 27 იანვარი, 21:00
გაიხარე ;)
2014, 27 იანვარი, 20:29
ძალიან კარგი სტატიაა
0 1 3