x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ფიცის დადება-საინტერესო და სახალისო ფაქტები

imageსახალისო ფაქტები იმის შესახებ, თუ როგორ დებდნენ ფიცს ადამიანები სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა ეპოქაში.***შუა საუკუნეების ევროპაში ფიცის დადებისას პიროვენებას ბიბლიაზე უნდა დაედო მარჯვენა ხელი, ხოლო ძველ ირლანდიაში მამაკაცი როდესაც ფიცს სდებდა მარჯვენა ხელი.....ბოდიშით და უნდა მოეკიდა თავის "მამაკაცური ღირსებისთვის".***ზოგიერთ ინგლისის ქალაქში ახლაცაა ასეთი ორიგინალური ტრადიცია შემორჩენილი:1 იანვარს ის მამაკაცი, რომელიც დადებს ფიცს, რომ მთელი წლის განმავლობაში ცოლს არ წაეკამათება, ქალაქის ხელისუფლების ხარჯზე მიიღებს საჩუქრად ღორის ხორცს(წინა მკერდი)..1144 წლიდან 1908 წლამდე საჩუქარი სულ...8 მამაკაცს გადაეცა.***მელოტთა საერთაშორისო კავშირი 1965 წელს შეიქმნა, გაერთიანებულია დაახლოებით 250 000 წევრი, მასში შემავალი ახალი წევრი დებს ფიცს, რომ არ შეიცვლის ვარცხნილობას, პარალელურად ხელში ბილიარდის ბურთულა უჭირავს.ფიცის დადების შემდეგ მას თავზე კონიაკს ასხავენ.***ერთ-ერთ მდიდარ ბარონს ბრიუსელიდან დაეკარგა შვილი, ხანგრძილივი უშედეგო ძებნის შემდეგ სასოწარკვეთილი მამა ღმერთს შეევედრა, ოღონდ შვილი მაპოვნინე და ოქროს სტატუიას აგიგებ იმ პოზაში, როგორსაც ჩემს შვილს ვიპოვი და ყველწმინდას შევწირავო....შვილი იპოვეს იმ მომენტში, როცა ...შარდავდა..***ძველად გერმანიაში ზოგიერთი დუქნის შესასვლელში ეკიდა რქები, იქვე კი ასეთი შინაარსის ფიცს გადააწყდებოდით:"არ შეჭამოთ შავი პური, თუ შეგიძლიათ რომ იშოვოთ თეთრი, არ დალიოთ წყალწყალა ლუდი, თუ არსებობს კარგი ლუდი, არ აკოცოთ მოსამსახურეს, თუ გყავთ დიასახლისი, თუმცა სჯობია ორივეს აკოცოთ"***ახალ ბრიტანეთში აბორიგენების საზეიმო ფიცი ასე ჟღერდა:"თუ მე ვიტყუები, დაე მომიწიოს ხელის ჩამორთმევა....სიდედრზე"***ყველაზე მწარე ფიცი არაბებში არ გეგონოთ რომ ალაჰის დაფიცება იყო, ყველაზე მკაცრი ფიცი მამაკაც მუსულმანებში ასეთი იყო:"დაე მე თუ ესა და ეს....მაშინ გამეყაროს ყველა ცოლი".

1
133
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
133
  
2014, 26 იანვარი, 11:22
wow რა გულიანად გამაცინე,კაი სტატიაა
0 1 1