x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
2014 წლის 22 იანვრიდან ფოთს მერი არ ჰყავს-ხმაური ფოთის საკრებულოში და ფეოდალი ქალის სურვილები.

უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს კარიბჭედ წოდებულ ქალაქ ფოთს მერი არ ჰყავს. დავით სარსანია უკვე ერთი წელია ფოთის მერია, მის როგორც მოსვლას თანამდებობაზე, ასევე წასვლას დიდი ხმაური მოჰყვა, დაინტერესებულ მხარეებს შორის დავა არ წყდებოდა მისი მერობის დროს, სარსანიას მმართველობის პერიოდში ვერ შესრულდა ქალაქის ბიუჯეტი, არ მოხდა ქალაქისთვს გამოყოფილი 12 მილიონიანი ტრანსფერის ათვისება, რის მიზეზადაც თვითმმართველობა დროში ძალიან გაწელილ სატენდერო პროცედურებს და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან თანხების გვიან ჩამორიცხვას ასახელებს, ხოლო ფოთის მაჟორიტარი ეკა ბესელია ამ ფაქტს მერის უუნარობასა და მის მიმართ პიროვნულ დაპირისპირებას უკავშირებს. ამ დავაში გაიარა მთელმა 2013 წელმა, ფოთი ახალ წელს დაუსრულებელი მშენებლობებით, მთავარ ქუჩაზე მოხრეშილი ტროტუარითა და ძველი საახალწლო განათებებით შეხვდა, ამ ვითარებაში კვლავ მოტყუებული დარჩა მოსახლეობა, რომლებიც იმედის თვალით შეჰყურებდა ახალ მთავრობას. ფოთელების დიდი ნაწილისთვის ახალი მერის მოსვლა მაშინ უკავშირდებოდა უამრავ სიახლეს და 100 მილიონიან ბიუჯეტს. (ეს დაპირება სარსანიამ თვითმმართველობაში მოსვლისას გააჟღერა).მიმდინარე წლის 22 იანვარს ქ.ფოთის საკრებულოს როგგარეშე სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, საკრებულოს ნაციონალურმა ფრაქციამ პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი, მატ განაცხადეს, რომ "ფეოდალი ქალის სათამაშო პაიკები არ არიან და ამ აბსურდის თეატრში მონაწილეობას არ მიიღებენ". აქვე საკრებულოს "ნაციონალმა" წევრმა ვახტანგ დარცმელიძემ გააკეთა განცხადება პარტიის მიმართ განხორციელებულ ზეწოლებზე და საზოგადოებას წარუდგინა პარტიის ოფისში აღმოჩენილი მოსასმენი აპარატურა, რომელიც სითბურ ტალღებზე რეაგირებს. საკრებულოს ცხრა წევრმა მხარი დაუჭირა სარსანიას გათავისუფლების თხოვნას. რამდენიმე დღეში საკრებულო დაადგენს ვინ შეასრულებს მის მოვალეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე.შეგახსენებთ რომ სარსანია იყო ეკა ბესელიას სასურველი კანდიდატი ფოთის მერის თანამდებობაზე და სწორედ მისი ძალისხმევით გახდა ქალქის თავი, თუმცა შემდეგ მათ შორის წარმოშობილი პირადი უთანხმოება გახდა მიზეზი მისი თანამდებობიდან წასვლისა, თუმცა სარსანია გადადგომის ოფიციალურ მიზეზად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილედ გადასვლას ასახელებს.imageimage

image

0
31
შეფასება არ არის
ავტორი:ელო.ევა
ელო.ევა
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0