x
image
scorpion19
ყველაზე მოხუცი ადამიანი მსოფლიოში 256 წლის იყო

image
1933 წელს "Time Magazine"-ს და "New York Times"-ს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ რომ 256 წლის ასაკში გარდაიცვალა ლი ჩინგ-იუნი, რომელმაც ამ ხნის განმავლობაში დაკრძალა 23 ცოლი და 180 შთამომავალის აღზრდაში შეიტანა წვლილი. იყო თუ არა ის მართლაც ასეთი მოხუცი გადაწყვიტეს გამოეკვლიათ "Environmental Graffiti"-ს. ლი ჩინგ-იუნგის "ახალგაზრდობა" იმით იყო განპირობებული, რომ ის ინარჩუნებდა სულიერ სიმშვიდესა და იყო ბრინჯის და ღვინის დიეტაზე. მის ბავშვობაზე და ყმაწვილობის ასაკზე კი ინფორმაცია არ იყო შემონახული. ცნობილი იყო მხოლოდ ის, რომ ლი ცხოვრობდა ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში, სიჩუანში. 256 წლის ასაკში იყო ძალიან ფხიზლად და 60 წლის მოხუცს გავდა. თვითონ ლი ამბობდა, რომ დაიბადა 1736 წელს და იცხოვრა 197 წელი. თუმცა 1930 წელს ვუ ჩანგ-შინმა, "Minkuo"-ს პროფესორმა და დეკანმა გამოიკვლია და დაადგინა, ლი ჩინგ-იუნი 1677 წელს დაიბადა, ის ამტკიცებდა, რომ ლის ჩინეთის იმპერიის წარმომადგენლებმა 150 და 200 წლის იუბილე მიულოცეს. შესაძლებელია ლის დაავიწყდა საკუთარი დაბადების თარიღი ან იყო სხვა ლი ჩინგ-იუნგი. დიდი ხნის განმავლობაში ყველაზე ასაკიანი ადამიანი მსოფლიოში ეგონათ ჟანა-ლუიზა კალმანი, 122 წლის. ის ცხოვრონდა საფრანგეთში და გარდაიცვალა 1997 წელს.

0
751
2-ს მოსწონს
ავტორი:scorpion19
scorpion19
751
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0