x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508704
Balmain pre-fall 2014-მოდური სახლის შუა სეზონის კოლექცია
ცნობილი ფრანგული მოდის სახლის 2014 წლის შუა სეზონის კოლექციაზე მუშაობისას კრეატიულმა დიზაინერმა ოლივია რუსტანმა გულდასმით შეისწავლა არქივები და აღმოაჩინა, რომ დაცულ მასალაში მრავლად იყო გამოყენებული აფრიკული მოტივები.

სწორედ მათი შთაგონებით შეიქმნა pre-fall კოლექცია, რომელიც ამ სეზონისთვის უჩვეულო საფარის სტილში იყო გადაწყვეტილი.

კოლონიალური სტილისთვის დამახასიათებელი ანიმალისტური ნახატები რუსტანის კოლექციაში მომგებიანად შეეხამება მოხერს, ბეწვს და ტყავს.

image


რაც შეეხება სილუეტებს, დიზაინერმა გამოიყენა Balmain-ის საფირმო თარგი 80-იანების სტილში-განიერი მხრები, მოცულობითი სახელოები, გამოკვეთილი წელი და ვიწრო ქვედაბოლოები.

კოლექციას გლამურულ მომხიბვლელობას სძენს ოქროსფერი აქსესუარები-ქამრები, ღილები, ჯაჭვები, სამაჯურები, საყურეები და ყელსაბამები მასაის ტომის სტილში.

image

image

image
image
image
image



0
50
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0