x
image
კატაპულტი
დაღუპული ბავშვის გვამი გაქრა - საფლავი ცარიელია
ცარიელი საფლავი ვუპერტალში:აქ უნდა დაეკრძალათ პატარა ემინი




უცნაური შემთხვევა მოხდა გერმანიის ქალაქ ჰერნეში, მარიენის საავადმყოფოში გარდაცვლილი ჩვილის გვამი უკვალოდ გაქრა.

ახალგაზრდა ბერძენი გოგონა ნინა და მისი თურქი შეყვარებული აკბეი დიდი სიხარულით ელოდნენ მათი პირველი შვილის დაბადებას.8 იანვარს იგი ნაადრევად, 6 თვისა მოევლინა სამყაროს.მისი წონა მხოლოდ და მხოლოდ 420 გრამი იყო და ერთი კვირის თავზე მძიმე ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.მას შემდეგ, რაც მშობლები გამოემშვიდობნენ გარდაცვლილ გოგონას, ეს უკანასკნელი გასულ სამშაბათს ამავე საავადმყოფოს მორგში გადაასვენეს, თუმცა პარასკევს, პატარა გოგონას დაკრძალვის დღეს, მისი გვამი იქ აღარ დახვდათ.საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, დაუდგენელია, როგორ მოხდა, რომ გვამი გაქრა.საცავში შეღწევა მხოლოდ მომსახურე პერსონალისთვისაა შესაძლებელი.ამჟამად საქმეს პროკურატურა იძიებს.

image


გარდაცვლილი გოგონა გერმანიის ქალაქ ვუპერტალში უნდა დაეკრძალათ.ამისათვის საფლავიც კი მზად იყო, მაგრამ იგი ამ დრომდე ცარიელი რჩება.ჩვილის მშობლები და ნათესავები გაოგნებული და შოკირებულნი არიან.ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი ამბობს:“აუტანელია ეს გაურკვევლობა.მშობლებმა უნდა იცოდნენ სად არის მათი შვილი და ჰქონდეთ მოსაგონარი, სატირალი ადგილი."

8
137
6-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
137
  
2014, 20 იანვარი, 22:42
ნამდვილად
2014, 20 იანვარი, 22:40
შემზარავია:(
2014, 20 იანვარი, 22:38
აბაა:(
2014, 20 იანვარი, 22:33
საბრალო კაცი ეგ რო ცოდნოდა სიცოცხლეში ვინებს ზრდიდა:(
2014, 20 იანვარი, 22:29
საქართველოშიც მოიპარეს მიცვალებული,თან თუ არ ვცდები,ძმამ მოპარა ძმას მამის ცხედარი,რომელსაც ფეხში პლატინა ედგა
2014, 20 იანვარი, 22:16
მიცვალებულსაც უნდა უდარაჯო ისეა შერყეული მსოფლიო რა
2014, 20 იანვარი, 21:53
მეც ეგრე მგონია,ძალიან ბევრის გვამი და ცოცხალი სხეულიცაა დაკარგული,როგორც ვარაუდობენ მეცნიერებისათვის ექსპერიმენტებისთვის
2014, 20 იანვარი, 17:58
ალბათ ან მოატყუეს და არ მომკვდარა ან გვამი თავიანთი ექსპერიმენტებისათვის წაიღეს
0 1 8