x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
სიზარმაცის დაძლევის 13 გზა
image

სიზარმაცე პროდუქტიულობის მტერია. როცა ვზარმაცობთ, ვერანაირად ვახერხებთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას ან გადავდებთ, ანაც უგულოდ ვაკეთებთ. ამ გზით სასურველ შედეგებს, რა თქმა უნდა, ვერ მივაღწევთ.


დამერწმუნებით, საჭიროა სიზარმაცის დაძლევა. აქ არის 13 გზა სიზარმაცის დასამარცხებლად:


1.ვარჯიში


თუ საქმისთვის საკმარისი ენერგია არ გაქვთ, სიზარმაცე აუცილებლად დაგრევთ ხელს. ვარჯიში საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ თავი ენერგიულად და ფხიზლად იგრძნოთ.


2. კარგი დასვენება

არასაკმარისმა დასვენებამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი გაზარმაცება. როგორ იქნებით ენთუზიაზმით აღსავსე, როცა საშინლად გეძინებათ?!


3.დათქვით დროის მინიმალური ზღვარი დასაწყებად

ყველაზე რთული საქმის დაწყებაა. ასე რომ განსაზღვრეთ მინიმალური დრო, 15 წთ ან თუნდაც 5 და გადაწყვიტეთ, რომ

იმუშავოთ კონცენტრირებულად ამ 5 წუთის მანძილზე. ამის მერე, იგრძნობთ, რომ გირჩევნიათ საქმე გააგრძელოთ.


4. იფიქრეთ, რომ გეჩქარებათ

ეს არის ყველაზე ეფექტური გზა სიზარმაცის დასაძლევად. ამ დროს ბევრად უფრო მარტივია ადგე და გააკეთო ის, რაც გჭირდება.


5. დაფიქრდით სარგებელზე

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვზარმაცობთ არის ის, რომ ვფიქრობთ მხოლოდ დავალების სირთულეზე და არა იმაზე თუ რა სარგებელს მოგვიტანს მისი შესრულება. ასე რომ სიძნელეების ნაცვლად ფოკუსირება სასურველ შედეგებზე მოახდინეთ.


6. დააჯილდოვე საკუთარი თავი

თუ შედეგები ძალიან შორსაა, ეს არ იქნება საკმარისი შენი მოტივაციისთვის. შენ შეგიძლია საკუთარ თავს უფრო ადრეული ჯილდო დაუნიშნო. თქვენი საყვარელი საჭმელი, ან საინტერესო ფილმი დავალების შესრულების შემდეგ მოტივაციად ნამდვილად გამოგადგებათ.


7.იფიქრე იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს თუ ამას არ გააკეთებ

ესეც არანაკლები მოტივაციაა


8.იპოვე პარტნიორები


შინაგანი მოტივაცია ყველას სჯობს, მაგრამ ზოგჯერ სხვებისგანაც გვჭირდება გამხნევება.


9.მიზნად დაისახე, რომ მაქსიმალურად შეამცირო იდეალური დრო


გადაწყვიტე, რომ საქმის კეთებას თანდათან უფრო და უფრო სწრაფად უნდა მიეჩვიო. შეეცადე იყო შრომისუნარიანი იმდენად ხშირად, რამდენადაც ეს შესაძლებელია.


10.დაყავი სამუშაო შენთვის მოსახერხებელ ნაწილებად

თუ დიდი რამ გაქვთ გასაკეთებელი, შეიძლება სიზარმაცე უფრო მეტად მოგერიოთ. ამიტომ, დაყავით ნაწილებად და ისე შეასრულეთ.


11. გადაწყვიტე თუ რა არის შემდეგი ქმედება

თუ არ ვიცით ამ საქმის შემდეგ რას გავაკეთებთ, თავისუფლად გადავდებთ მას მოგვიანებით გასაკეთებლად.ასე რომ, გადაწყვიტეთ წინასწარ ამის შემდეგ რის გაეთებას აპირებთ.


12. გამოიწვიე საკუთარი თავი

სამუშაო გამოწვევად მიიღე: შეძლებ თუ არა ამის გაკეთებას?


13.უყურე სხვა ხალხის წარმატებას

მათგან დიდ შთაგონებას აიღებ.



იმედია,
შეძლებთ სიზარმაცის დამარცხებას. წარმატებებს გისურვებთ!

3
1158
7-ს მოსწონს
ავტორი:tartaruga
tartaruga
1158
  
2014, 22 აპრილი, 23:39
მე მაინც არაფერი მეშველება :)
2012, 6 მაისი, 17:40
ბოლომდე წაკითხვაც დამეზარა :)
0 1 3