x
image
აჩიკუნა
ადამიანის ფსიქოლოგია ფეხსაცმლის მიხედვით - მაჩვენე ფეხსაცმლის ლანჩა
Women


ცნობილია, რომ ყოველ ადამიანს სიარულის თავისებური მანერა აქვს, რომლის შეცვლა თითქმის შეუძლებელია. ამ მოძრაობებს მართავს თავის ტვინის შესაბამისი ნაწილი, რომელშიც ანალიზატორი არ მონაწ-ილეობს...


კონკრეტული ადამიანის ფსიქიკის ინდივიდუალური თვისებები

ზეგავლენას ახდენს სიარულის მანერაზე. თუკი ცნობიერება ჩართულია,


მაშინ იგი ფეხის მოძრაობას გააკონტროლებს (ფრთხილად, ჩქარა).

მაგრამ ეს კონტროლი ხან-მოკლეა და მერე სიარული კვლავ ავტომატური ხდება. სწორედ ეს ავტომატიზმი არის პიროვნების ლაკმუსის ქაღალდი.

გამოცდილი ფსიქოლოგი ზუსტად გაარკვევს, თუ რას წარმოადგენს ყოვ-ელი ჩვენგანი გარეგნობის, მეტყველების, მიმიკის, ჟესტებისა და განსაკ-უთრებით, სიარულის მანერის მიხედვით. ეს უკანასკნელი კი ყველაზე კარგად ფეხსაცმელზე აისხება, ანუ როგორ ცვდება ფეხსაცმლის ლანჩა.

შვეიცარიელი პროფესორი კარგა ხანს სწავლობდა შესაკეთებლად მოტ-

ანილ ფეხსაცმელებს და პარალელურად აკვირდებოდა კლიენტებს.

თავის მეთოდს მეცნიერმა "სკარპოლოგია" უწოდა. აი, რა დაადგინა

მეცნიერმა:

– ქუსლი თუ ერთნაირად არის გაცვეთილი, მისი პატრონი ენერ-

გიული და გაწონასწორებული ადამიანია.

– თუ ქუსლი გარეთა მხრიდან არის გაცვეთილი, მისი პატრონი

პირდაპირი და გაბედულია, რომელიც ნებისმიერ გარემოში ადვილად

ერკვევა.


– შიდა მხრიდან გაცვეთილი ლანჩა ხშირად ფიზიკურად სუსტ ადამინებს აქვთ, სამაგიეროდ, ისინი ნიჭით გამოირჩევიან. ასეთი ადამ-იანი თავისი აზრებით არის გართული და სხვას ყურადღებას არ აქცევს.


– ცერის ქვეშ გახვრეტილი ლანჩა მტკიცე ხასიეთის მიმანიშნებელ-ია. ასეთი ფეხსაცმლის პატრონი კონკრეტულ მიზანს ისახავს და მისი

შესრულებისთვის ყველა დაბრკოლებას გადალახავს. იგი ძალზე მკაცრია ირგვლივ მყოფთათვის.


– ფეხსაცმლის ლანჩა თუ შუაში და ქუსლის შიგნითა მხარეს გაცვ-და, მის პატრონს დამყოლი ხასიათი აქვს, ადვილად ხვდება სხვისი გავ-ლენის ქვეშ, ითვალისწინებს სხვის რჩევებს და კეთილისმსურველია.


– ფეხსაცმლის ძირის ცხვირი და ქუსლი გარედან თუ გაცვდა,

მისი პატრონი სკეპტიკოსი და მეოცნებეა, მოწესრიგებული და რიგითი

მუშაკია, იგი უპრობლემოდ ცხოვრობს და არ სურს არავითარი პასუხის-მგებლობა.


სკარპოლოგიის მეშვეობით ადვილად შეიცნობთ უცნობ ადამიანს.

იგი დაგეხმარებათ თქვენი "რჩეულის" პოვნაში, რადგან ყველა ცდილ-

ობს, რომ თავი ძალზე დიდებულად წარმოაჩინოს და დაფაროს უარ-

ყოფითი მხარეები.

2
262
7-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
262
  
2014, 17 იანვარი, 16:38
საინტერესო მოსაზრებაა
0 1 2