x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ფასდაკლება საიტებზე
ინტერნეტში ძალიან ბევრი საიტია სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ნებისმიერი პროდუცია და მომსახურება.

მე პირადად ხშირად შემიძენია უცხოურ საიტებზე.ვინაიდან ძალიან კმაყოფილი ვარ ამგვარი ტიპის შეძენებით გადავწყვიტე ქართული საიტებით მესარგებლება.პირველად შევიძინე წიგნები ელვა .ჯი ზე

გადავიხადე პლასტიკური ბარათით და კურიერმა სახლში მომიტანა.შემდეგ ვისარგებლე სხვა საიტებითაც და ასევე კმაყოფილი და ბედნიერი იყავი.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ საიტზე შევიძინე ფასდაკლებით ციფრული ფოტოაპარატი.გადავიხადე პლასტიკური ბარათით, აპარატის ღირებულება + კურიერის მომსახურება.ამას დაემატა ბანკის საკომისიო.


პირობების მიხედვით უნდა მოეტანათ 2 დღეში.დამავიწყდა მეთქვა რომ ინტერნეტით შესყიდვა იმიტომ მიყვარს რომ გვიანობამდე მიწევს მუშაობა და დრო არა მაქვს მაღაზიებში სიარულის.3 დღიანი ლოდინის შემდგე დავუკავშირდი კომპანიას.კომპანიამ თავი იმართლა, ბოდიში მოიხადა და ერთი დღე მოითხოვა დამატებით.

მოკლედ 2 დღის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს რომ ჩემს მიერ შეძენილი ფოტო აპარატი არ ჰქონდათ და შემომთავაზეს სხვა აპარატი.მე დავეთანხმე და ისევ დავიწყე ლოდინი.როგორც იქნა დამიკავშირდა კურიერი და დამპირდა 2 დღეში მოგიტანთო.ახლა ვზივარ და ველოდები:)))

ამ კომპანიამ მე მომაყენა მორალური ზიანი აღარაფერს ვამბობ დროზე რომლიც მეილების გაგზავნაში და სატელეფონო ზარებზე დავხარჯე.არადა ძალიან მიმზიდველი იყო მათი შემოთავაზება, რომელიც სინამდვილეში უნიჭოდ გაკეთებული აღმოჩნდა რადგან მათ ჩემი სახით მომხმარებელი დაკარგეს.საერთოდ გადავწყვიტე არ ვისარგებლო იმ კომპანიებით რომლებიც კურიერს შემომთავაზებს.

რადგან კურიერი კიდევ დამატებითი პრობლემაა, ხშირ შემთხვევაში მეტველებაგაუმართავი და ემოციური ადამიანები არიან და მათთან კომუნიკაცია რთულია.


არ ვიცი ჩემი ისტორია შეიძლება ბევრისთვის ნაცნობი აღმოჩნდეს მაგრამ მე გირჩევთ არ ენდოთ ასეთ შემოთავაზებებს და სანამ შეიძენთ დარეკეთ და შეამოწმეთ რეალურად აქვთ თუ არა თქვენს მიერ შერჩეული პროდუქცია ან/და მომსახურება.რადგან შემდეგ მათთან დავას არანაირი აზრი არა აქვს მომხმარებლის ანუ თქვენი უფლების დაცვა საკმაოდ რთულია.

მე დავიტოვებ დიდ იმედებს რომ დღეს საღამოს კურიერი მოვა ჩემთან :)))))))))

image


2
47
2-ს მოსწონს
ავტორი:ხატკა87
ხატკა87
47
  
2014, 17 იანვარი, 20:47
:)))))))))))))))
მე პირველად შემხვდა ასეთი პრობლემა:))))
ერთი რამ ზუსტად ვიცი არანაირი კურიერი
2014, 17 იანვარი, 17:53
მე მხოლოდ ერთი საიტით ვსარგებლობ და ძალიან კმაყოფილი ვარ.კურიერზე ყოველთვის უარს ვამბობ,მირჩევნია თავად მივიდე ადგილზე და წამოვიღო.სხვათაშორის ძალიან ყურადღებიანი ადმინისტრაცია ჰყავთ და არამგონია მსგავსი პრობლემები ქონდეთ.
0 1 2