x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყველაზე აუტანელი ქმრები,რომელიც ისტორიამ შემოინახა

იყო გენიოსი ცუდია-ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ იქნები მისი ცოლი.ქვემოთ მოყვანილი ისტორია ამის დასტურია.ეინშტეინი, ლანდაუ, ტოლსტოი, ბუნინი, ბლოკი, მოდილიანი და მრავალი სხვა უდიდესი მეცნიერები, პოეტები, მხატვრები თუ მუსიკოსები ქმნიან ოჯახებს, მაგრამ სამწუხაროდ, მათი უმეტესობისგან კარგი ქმარი იშვიათად დგება.ხშირად ხდება, რომ უდიდეს ტალანტს აუტანელი ხასიათი აქვს.სხვაგვარად შეუძლებელიცაა, გენიოსებს თავიანთი აბსოლუტურად განსხვავებული მსოფლმხედველობა აქვთ.გთავაზობთ რამდენიმე ისტორიას.image 1-ალექსანდრე ბლოკი-პოეტი ლუბა მენდელეევზე სიყვარულით დაქორწინდა, თუმცა მსუბუქად რომ ვთქვათ, ქმარი უცნაური აღმოჩნდა.ბლოკს მიაჩნდა, რომ ფიზიკური სიახლოვე ვერ შეთავსდება სულიერთან და ქორწინების პირველსავე ღამეს ცოლს განუცხადა, რომ ფიზიკური სიახლოვე მათ შორის არასოდეს იქნება.იგი მეუღლეს "იდუმალ ქალწულს" უწოდებდა. პირველსავე ღამეს ქმრის გადაწყვეტილებით შოკირებული ლუბა საწოლი ოთახიდან აცრემლებული გამოვიდა.შემდგომ ლუბამ რა აღარ სცადა, რომ ქმარი როგორმე დაეყოლიებინა, მსუბუქი ფლირტიც კი ჰქონდა ბლოკის საუკეთესო მეგობართან ანდრეი ბელისთან(რომ ეეჭვიანა).ერთი წლის შემდეგ როგორც იქნა ლუბამ "მოარჯულა" ქმარი, მათ ფიზიკური სიახლოვე ჰქონდათ, მაგრამ უშედეგოდ, მათმა ამ სიახლოვემ არცერთს სიამოვნება არ მიანიჭა და ასე გაგრძელდა შემდგომ მათი "სულიერი ნათესაობა".image 2-ალბერტ ეინშტეინი-მეცნიერმა მთელი მანიფესტი ჩამოუწერა პირველ ცოლს მილევა მარიჩს.ისინი 1902-დან 1916 წლამდე იმყოფებოდნენ ქორწინებაში.ქალს ყოველთვის წესრიგში უნდა ჰქონოდა მეცნიერის საგნები თუ თეთრეული.დღეში სამჯერ უნდა მიეწოდებინა სადილი, არ უნდა დაემცირებინა ის ბავშვების თვალწინ-სიტყვებით ან საქციელით, არ უნდა ელოდოს ქმრისგან რაიმე გრძნობას და ამისთვის არ უნდა უსაყვედუროს.მისი მეუღლე არ იჯდება სახლში მასთან ერთად, არ უნდა ჰქონდეს ილუზია იმის შესახებ თუ ვინაა უფროსი ოჯახში."თქვენ უნდა გაჩუმდეთ, როგორც კი ამას გთხოვთ" ან კიდევ"თქვენ უნდა დატოვოთ საწოლი ოთახი ან კაბინეტი დაუყონებლივ და გაპროტესტების გარეშე, როგორც კი ამას მოვითხოვ".ერთ-ერთ მეგობარს ეინშტეინი სწერდა" ცოლს ვეპყრობი ისე, როგორც მოსამსახურეს, რომელსაც ვერ ვაგდებ სახლიდან".image 3-ამადეო მოდილიანი-ცნობილმა მხატვარმა-ექსპრესიონისტმა ცოლს შესთავაზა გაეზიარებინა მასთან ერთად ...სიკვდილი.მოდილაინი სიღატაკეში, 36 წლის ასაკში ტუბერკულიოზით საავადმყოფოში გარდაიცვალა.ყველაზე ტრაგიკული კი ამ ისტორიაში ისაა, რომ 22 წლის ჟანამ, რომელიც ფეხმძიმედ იყო ქმრის თხოვნა შეასრულა.სახლში დაბრუნებული ჟანა ებიუტერნი მე-6 სართულიდან გადმოხტა ბავშვთან ერთად, რომელსაც მუცლით ატარებდა და არ ეღირსა დაბადება.image image 4-ლევ ლანდაუ-"მცირე სავაჭრო დახლი"-ასე ეძახდა დიდი ფიზიკოსი ქორწინებას.მას მიაჩნდა, რომ სიყვარული და ქორწინება შეუთავსებელია, თუმცა მაინც დაქორწინდა.ცოლს- კორას განუცხადა, რომ მან არ უნდა იეჭვიანოს:"საყვარლები აუცილებლად მეყოლება, მინდა ვიცხოვრო ლაღად, ლამაზად და საინტერესოდ".კორა ლანდაუმ მეცნიერის სიკვდილის შემდეგ გამოაქვეყნა სკანდალური წიგნი-"აკადემიკოსი ლანდაუ:როგორ ვცხოვრობდით".მოვიყვანთ წიგნიდან ერთ ეპიზოდს:"ლევი ერთხელ ჩემს ოთახში შემოიჭრა, ჩამეხუტა, ცხვირზე მაგრად მაკოცა და მითხრა:-კორა, ერთი სასიამოვნო ამბავი უნდა გითხრა, დღეს 21 საათზე სახლში მარტო არ დავბრუნდები, ჩემთან ერთად გოგონა იქნება, მე მას ვუთხარი რომ შენ აგარაკზე ხარ, იჯექი წყნარად სახლში გასუსული, ერთმანეთს არ უნდა შეხვდეთ, შეიძლება მას შეეშინდეს"...აი კიდევ ერთი ციტატა წიგნიდან, რას ეუბნება ლევი კორას:"სადაა ლოგიკა?შენ ხომ ჩემთვის არ გინდა ცუდი?თუ მე გოგონებთან გავერთე, შენ უნდა გიხაროდეს, რომ ვარ კმაყოფილი, გიხაროდეს ჩემი წარმატებები!ყოველთვის მეშინოდა დაქორწინების, მე შეიძლება ცუდი ქმარი ვარ, მაგრამ არ შემიძლია ტყუილი და არ მსურს!".image

10
1791
13-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1791
  
2014, 19 იანვარი, 22:10
წიგნში დაწერილს უფრო ვენდობი ვიდრე ინტერნეტში :)
2014, 19 იანვარი, 19:30
ვინცაა ჩამოთვლილი ყველაზე და კიდევ სხვებზე ეწერა,მე რამდენიმე გამორჩეული გამოვყავი...ტოლსტოი ერთ-ერთი უდიდესი მექალთანე იყო, ცოლიზე სოფიაზე 14 წლით უფროსი იყო,.......მან ავადმყოფობის გამო დატოვა იასნაყა პოლიაანა და არა ცოლის გამო..ბოლოს გარეკა სიბერიგან...
2014, 19 იანვარი, 13:24
აუტანელი ქმრების სიაში ტოლსტოის რა უნდა? ტოლსტოიმ გრაფინიას სახლიდან გაექცა, ვერ აიტანა მისი ისტერიკები, გაუთავებელი საყვედურები, ტვინი გადაუჭამა ცოლმა. ტოლსტოი 11 დღის შემდეგ იპოვეს მკვდარი რკინიგზასთან. ტოლსტოის ბოლო სურვილი თავის დაკრძალვაში ცოლის არ მობრძანება იყო, თავად განსაჯეთ აბა ვინ იყო აუტანელი გრაფინია თუ ტოლსტოი.
2014, 18 იანვარი, 20:37
ასეც ვიცოდი.... :))))))))
2014, 18 იანვარი, 0:57
მოექცე ცოლს, ანუ შენს მეორე ნახევარს ასე აგდებულად, დამამცირებლად და ცინიკურად, ვგონებ სულაც არ უნდა იყოს საამაყო, ასე ჯერ საკუთარ თავს ამცირებს კაცი და მერე ქალს, რომელიც მის ცოლად ითვლება, არანაირი გენია არ აძლევს ადამიანს უფლებას, დაამციროს და დააკნინოს სხვა!!! ის ქალები კი ვინც მსგავს მოპყრიბას იტანდნენ, მეტის გირსები იყვნენ, რომ საკუთარი თავის ფასი და ღირსება არ გააჩნდათ!!! პ.ს: მშვენიერი სტატიაა : )
2014, 17 იანვარი, 17:54
თითქმის ყველა ცნობილ ადამიანს, რაღაც პარანოიკი აქვს
2014, 17 იანვარი, 17:47
ეს ყველაფერი არის ქალის ბრალი.ვიდრე საკუთარი თავის ფასს არ ისწავლიან და არ აიძულებენ კაცებს საკუთარი პრინციპების პატივისცემას ყოველთვის ეგეთი ყურმოჭრილი მონები იქნებიან.განსაკუთრებით ქართველი ქალები,რომლებსაც მცნებები "მორჩილი ცოლი" და "მონა ცოლი" ვერ გაურჩევიათ ერთმანეთისგან და ფიქრობენ მარტო ქმრის მოთრეული ორი ლუკმაც საკმარისია ბედნიერი ოჯახის შენარჩუნებისთვის.იმის იქით ქმარი გაერთობა,საყვარლებს მოიყვანს სახლში თუ ქვეყანას დაიმხობს თავზე ეპატიება :) სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს
2014, 17 იანვარი, 17:40
უმაგრესი სტატია!! ყოჩაღ :)))
2 წელია რაც ამ საიტზე ვარ და ზუსტად მე2 სტატია , რომელიც მართლა მომეწონა ..:))
2014, 17 იანვარი, 12:20
აუ ტიპები რა მოთხოვნებს უყენებდნენ ცოლებს და ის ცოლებიც მეტ ნაკლებად ასრულებდნენ
2014, 17 იანვარი, 11:48
ყველა ეგოისტი ღორები ყოფილა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10