x
image
კატაპულტი
მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ქალი (ფოტოებით)
imageლიზი ველასკესი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასში ცხოვრობს.ის 24 წლისაა და მხოლოდ და მხოლოდ 29 კილოგრამს იწონის.იგი ცალი თვალით ბრმაა და მისი კანი უფრო სწრაფად ბერდება, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი ქალბატონების.სოციალურ ქსელებში იგი შეაფასეს როგორც “მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ქალი", რაც ბუნებრივია, მძიმე ავადმყოფს საშინლად არ ესიამოვნა.

როდესაც ლიზი ველასკესი საბავშვო ბაღში დადიოდა, მისთვის გაუგებარი იყო, რატომ ეძახდნენ მას სხვა ბავშვები მონსტრს.“უბრალოდ მეგონა, რომ ყველა ბავშვი არამეგობრული იყო"-, გვიამბობს ტეხასელი გოგონა, -“როდესაც ვიღიმოდი, ისინი ტიროდნენ.დარწმუნებული ვიყავი, რომ პრობლემა მათში იყოდა არა ჩემში".

ლიზი ველასკესის დაავადება მეცნიერებისათვის ამოუხსნელია.მისთვისყოვლად შეუძლებელია წონაში მომატება.არა აქვს მნიშვნელობა რამდენ საკვებს მიიღებს, იგი მაინც 29 კილოგრამს იწონის.მსგავსი დაავადების სიმპტომების მხოლოდ 3 გამოვლინება არსებობს მსოფლიოში.

მიუხედავად მძიმე დაავადებისა, ახალგაზრდა ქალმა წარმატებით დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალობით.ამჟამად გამოცემული აქვს სამი წიგნი.იგი ცნობილია სამოტივაციო გამოსვლებით, რომელთა მეშვეობითაც ლიზი ველასკესი სხვებს იმედსა და თავდაჯერებულობას უნერგავს.


image

ინტერნეტში გავრცელებული მისი ერთ-ერთი გამოსვლა დასათაურებული იყო, როგორც “მსოფლიოს ყველაზე მახინჯი ქალი".ვიდეო 4 მილიონამდე მომხმარებელს აქვს ნანახი და 7 000-ზე მეტი კომენტარია დატოვებული, რომელთაგან ზოგიერთი ძალზედ ამაზრზენი და დამამცირებელია, მაგალითად, ერთე-ერთი მომხმარებელი იწერებოდა, რომ ველასკესისათვის უმჯობესი იყო, თავი მოეკლა.როგორც ტეხასელი გოგონა აცხადებს, მისი ცხოვრება მის ხელთაა და არავის აქვს უფლება მიუთითოს რა გზა აირჩიოს.

მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ლიზი ველასკესს იუმორის გრძნობა არ დაუკარგავს და ამბობს, რომ თუ ვინმე ცუდად ფიქრობს მასზე ან არაკეთილგანწყობილია, მისგან მარჯვენა მხარეს უნდა დადგეს, რის შემდეგაც იგი მას მისი უსინათლო თვალიდან ვერ დაინახავს. იგი თავის წონასაც დადებითი მხრიდან უყურებს და ამბობს, რომ დიეტის პრობლემა არასოდეს შეაწუხებს, რამდენიც უნდა ჭამოს, მაინც ყოველთვის 29 კილოგრამი დარჩება.

4
98
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
98
  
2014, 14 იანვარი, 11:31
გაუკუღმართდა ხალხი,ვისაც გვერდში დგომა სჭირდება,იმას უფრო ვნებენ
2014, 14 იანვარი, 11:10
არაადამიანები არიან და იმიტო
2014, 14 იანვარი, 11:08
აბაა.თავისი გაჭირვება არ ეყოფა,კიდევ სიტყვებით ტკენენ გულს:(
2014, 13 იანვარი, 23:27
რა ცოდოა :( ასეთი არაადამიანი როგორ უნდა იყო რო დასცინო და მითუმეტეს ის თქვა თავი უნდა მოეკლაო.ამდენი ნაგავი რატო ამძიმებს ქვეყანას?
0 1 4