x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ქალი, რომელიც სიცივეს ვერ გრძნობს და ქუჩაში შიშველი დადის.
მოკლეთ, რა საოცარი ფაქტის მომსწრე აღარ გამხდარა ადამიანი, რამდენ პათოლოგიურ დაავადებაზე გვსმენია უკვე და ის, რასაც დღეს სტატიაში შემოგთავაზებთ, ნამდვილად გამოიწვევს თქვენს გაოცებას.


50 წლის ქალბატონი, ვინმე "გალინა კუტერევა", მცხოვრები ქალაქ ტოლიატიში, ამ ზამთარს ქუჩებში, სადაც დაფიქსირებულია –15 გრადუსი სულ მცირე, დადის შიშველი იმ კონტექსტით, რომ აცვია საზაფხულო ე.წ. ზურგმოღებული მაისური და "ბასანოჩკები".

image
გალინა რუსეთში, № 67 საბავშვო ბაღში აღმზრდელად მუშაობს და ასაკთან გაცილებით, საკმაოდ ახალგაზრდულად გამოიყურება. "უბრალოდ ამ ბოლო დროს თმა უფრო გამიჭაღარავდა და გამითხელდა, ადრე მუქი და ხშირი მქონდა, ეს ალბათ ნერვიულობის შედეგია, ჩემი მეუღლე ონკოლოგიური ავადმყოფი იყო, მადლობა ღმერთს ეს სირთულე გადავლახეთ, ეხლა აღარაფერს ვუჩივით. კოსმეტიკას იშვიათად ვიყენებ, სახეს კი მხოლოდ წყლით ვიბან, სხეულიც ჩემი ბუნებრივია, სრულიად ჯანმრთელი ვარ, არანაირ პათოლოგიას არ ვუჩივი"- ამბობს გალინა.


image
ბევრის აღშფოთებას იწვევს ქუჩაში იგი, ტანისამოსს, ან მანქანით სახლამდე მიყვანასაც კი სთავაზობენ, მაგრამ გალინა ყველა შემოთავაზებას თავაზიანად პასუხობს შემდეგი სიტყვებით: "გმადლობთ, ნუ შეწუხდებით, მე სრულიად ჯანმრთელი ვარ".



image

აი, ასეთი მოკლე და კონკრეტული ისტორიის მატარებელია "ყინვის დედოფალი" (ასე მე ვუწოდე), რომელიც სრულიად ჯანმრთელია და ამ უცნაურობის გამო მხოლოდ რუსეთმა კი არა, უკვე მსოფლიომ გაიცნო.


image
image
image

4
1253
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1253
  
2014, 6 სექტემბერი, 11:01
ყოჩაღ გალინა!!!
2014, 16 იანვარი, 15:47
მე ახლა შემცივდა ამის წამკითXველი:)))))))))))))))))))
2014, 14 იანვარი, 14:55
:D ეს ზაფხულში რაღას იზავს :D
2014, 14 იანვარი, 13:05
მეც მინდა ასეთი ვიყო,და არა მცივანა:D
0 1 4