x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
სასიყვარულო სადღეგრძელოები
imageულამაზესი სადღეგრძელოები, რომელიც ყოველთვის ღიმილს ტოვებს თქვენს სახეებზე.


1)იმ, წვიმის წვეთს გაუმარჯოს
რომელიც იცის, რომ დაენარცხება დედამიწაზე და მაინც მოდის.
იმ, თოვლის ფიფქს გაუმარჯოს,
რომ იცის რომ დადნება და მაინც მოდის ციდან.
იმ, ვარდს გაუმარჯოს
რომ იცის რომ დაჟკნება და მაინც ხარობს…
და იმ ბულბულს გაუმარჯოს,
რომ იცის რომ მოკვდება და მაინც გალობს…
მარადიულ სიყვარულს გაუმარჯოს.



2)ეს, იმ მთებს გაუმარჯოს
რომლებიც ერთმანეთს სიმაღლეში ეჯიბრებიან.


ეს, იმ მდინარეებს გაუმარჯოს
რომლებიც ერთმანეთს სიჩქარეში ეჯიბრებიან.
ეს იმ ლამაზ გოგო ბიჭებს გაუმარჯოს
რომლებიც ერთმანეთს სილამაზეში ეჯიბრებიან.
არსებობს ქვეყნები,
სადაც მთები პატარა მტვრის გორაკების სახითაა წარმოდგენილი, ქარის დაბერვა და მტვრად იქცევა.
არსებობს ქვეყნები,
სადაც მდინარეები პატარა რუ-ნაკადულის სახითაა წარმოდგენილი,
მზე სხივებსს დააჭერს და ამოშრება.
ჩვენ, საქართველოში,
მთებიც გვაქვს, მდინარეებიც, ლამაზი გოგო-ბიჭებიც და რაც მთავარია ღვთისაგან
დალოცვილი ქვეყანაა.
მოდით, საქართველოს გაუმარჯოს.


3) ეს იმ უიმედო სიყვარულს გაუმარჯოს, როდესაც იცი არ უყვარხარ და მაინც გიყვარს.


4)პირზე ღიმილს და სულში დარდს გაუმარჯოს.

image

5)პირველ კოცნას გაუმარჯოს
მოულოდნელობით სულს რომ შეგიშფოთებს
მერე გონს მოსული ჩუმად ატირდები
და ცრემლებისას დააყენებ გუბეს
იმ პირველ სიყვარულს გაუმარჯოს
მასზე გათენებულ ღამეს რომ აფიცებ
მრავალჯერ ეცდები მის დავიწყებას
მაგრამ ვერასოდეს ვერ დაივიწყებ.როდესაც ზიხარ ჩაფიქრებული და გეკითხებიან რაზე ფიქრობო,
შენ პასუხობ არაფერზეო
მოდი ამ არაფერს გაუმარჯოს, რომელიც
სხვისთვის არაფერია შენთვის კი ყველაფერი.


იმედია მოგეწონათ და კმაყოფილნი დარჩით ამ ულამაზესი და თბილი სტატიით.

6
188
4-ს მოსწონს
ავტორი:ანარქია
ანარქია
Mediator image
188
  
2014, 20 იანვარი, 17:05
მადლობა
2014, 20 იანვარი, 13:22
მომწონს.შენ თამადობაც მოგიხდება.
2014, 11 იანვარი, 18:57
უუუუჰ რა გულიანად გამეცინა :DDD
2014, 11 იანვარი, 18:47
კაცი მოკვდება და მოხვდება ჯოჯოხეთში.ხედავს სამოთხის კედელთან დგას ხე,რომლითაც შეძლებს სამოთხეში გადასვლას მაგრამ ტოტები არააქვს და ვერ გადადის.მივა ახლოს და ფიქრობს მოდი ეხლა ამ ხეს იმდენი ტოტი გამოებას რამდენჯერაც მე ცოლს ვუღალატეო...გამოიზრდება ერთი-ორი ტოტი საცოდავად.მაშინ იტყვის მოდი იმდენი ტოტი გამოებას რამდენჯერაც მე ცოლმა მიღალატაო.ხე გაიფურჩქნება,ტოტებსაც გამოისხამს და კაციც სამოთხეში გადავა.ჰოდა მოდი იმ ქალებს გაუმარჯოს რომლებიც მამაკაცებს გზას უნათებენ სამოთხისკენ :D ეხლა იმედია თავის ჭკუაზე არ გადაახურდავებენ ზოგ-ზოგიერთები,როგორც ჩვევიათ ხოლმე და რაღაც კუდებს არ მოაბამენ :)
2014, 11 იანვარი, 11:07
ბრავო მაესტრო:)
0 1 6