x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
სოჭში ოლიმპიადასთან დაკავშირებით ახალი, მკაცრი კანონი მძვინვარებს.

image


2014 წლის დადგომამდე ერთი თვით ადრე ქალაქ სოჭში მძვინვარებს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული განსაკუთრებული რეჟიმი. ეს ახალი რეჟიმი მოიცავს მთელ რიგ ღონისძიებებს და მათ შორის ყველაზე განსაკუთრებულია რეგისტრაციის სპეციალური პროცედურა. დებულების თანახმად, 7 იანვრიდან 21 მარტის ჩათვლით ვინც ოლიმპიურ დედაქალაქში ჩავა, სამი დღის განმავლობაში უნდა დარეგისტრირდეს. ეს დებულება არა მარტო რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებზე, არამედ უცხოელ, მოქალაქეობის არ მქონე პირებზეც ვრცელდება. გამონაკლისი დაიშვება მხოლოდ ოლიმპიური აკრედიტაციის მქონე პირებსა და იმ პირებზე, რომელთაც პასპორტი მიღებული აქვთ ოლიმპიური ორგანოების კომიტეტებისგან.



გარდა ამისა, ქალაქში უფლება არ აქვთ არარეზიდენტი მანქანებით შესვლის, ვინც ამ წესს არ გაითვალისწინებს და დაარღვევს ჯარიმდება 3000 რუბლით.


შეგახსენებთ აგრეთვე, რომ გასული წლის 10 დეკემბრიდან ქალაქში ასევე მძვინვარებს რეგულირება, რომლის თანახმად ხდება მოსახლეობის იდენტიფიცირება. მოქალაქეები გადიან სპეციალურ რეგისტრაციას, ხოლო თუ მასზე უარს იტყვიან, შესაბამისი აქტის თანახმად ეკრძალებათ საკუთარ ბინაში შესვლა.

0
46
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0