x
image
მანჩო 777
შოკოლადის კექსი მინანქრით
image
ინგრედიენტები:

კარაქი-200 გრამი

კვერცხი-6 ცალი

შაქარი-1 ჭიქა


ფქვილი-2 ჭიქა

გამაფხვიერებელი-1/2 ჩაის კოვზი

კაკაო-50 გრამი


მინანქრისათვის:

შავი შოკოლადი-150 გრამი

ნაღები-120 გრამი


მომზადება:

გააცხელეთ ღუმელი 170 გრადუსამდე. ათქვიფეთ კარგად კარაქი და შაქარი მიქსერით. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. ფქვილი, გამაფხვიერებელი და კაკაო აურიეთ ერთმანეთში და დააცერით ჩვენს მიერ ათქვეფილ მასას. კიდევ ერთხელ მოურიეთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე ერთგვაროვანი ცომის მიღებამდე. ფორმას წაუსვით ცხიმი და ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი. ცომი მოათავსეთ ყალიბში და დადგით ღუმელში. გამოცხობას დასჭირდება დაახლოებით 30-35 წუთი. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

გამოიღეთ გამომცხვარი ნამცხვარი ღუმელიდან, გააგრილეთ და ამოიღეთ ფორმიდან.

მინაქრისათვის გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე შოკოლადი ნაღებთან ერთად ინტენსიური მორევით, რათა მინანქარი იყოს ერთგვაროვანი. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და გადაასხით კექსს. დადგით მაცივარში 30 წუთით.

მიირთვით გემრიელად!

imageimage

8
219
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
219
  
2014, 4 იანვარი, 23:40
მადლობა სიხარულო ყავა ჩემზე იყოს :P
2014, 4 იანვარი, 23:38
Gothika , შენი იყოს ეს კექსი:)
2014, 4 იანვარი, 23:33
Gothika :)
2014, 4 იანვარი, 23:33
კარგი რამე ჩანს ყავასთან მიირთმევდა ....:P
2014, 4 იანვარი, 23:30
ამ კექსს კრემი არ აქვს, მხოლოდ გლაზური:)
2014, 4 იანვარი, 23:29
:))) მე უფრო თეთრი კრემი მიყვარს
2014, 4 იანვარი, 23:27
რათქმა უნდა წვალებას სჯობია:)
2014, 4 იანვარი, 23:24
გამზადებულის მირთმევა უფრო სასიამოვნოა :P
0 1 8