x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134586
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508658
"შოკოლადის ტორტი– ვაფლის ტრუბოჩკებით" (მაშას რეცეპტებიდან)
image

ამ გემრიელი ტორტის მოსამზადებლად დაგვჭირდება შემდეგი

ინგრედიენტები:



*7ს.კ–შაქარი

*4–კვერცხი

*5ს.კ–ფქვილი

*3ს.კ–კაკაოს ფხვნილი

*1შეკვრა–ჟელატინი(25გრ)

*200გრ–ნაღების კარაქი

*1ქილა–შედედებული რძე

*2ს.კ–კონიაკი

*1ჭიქა–მოხალული კაკალი

*1ფილა–შოკოლადი

*600გრ–შოკოლადიანი ვაფლის "ტრუბოჩკები"

*1-2ს.კ–ხსნადი ყავა


ბისკვიტის მომზადება:

თავდაპირველად გავაცალკავოთ კვერცხის ცილა და გული და ავთქვიფოთ ცალ-ცალკე კარგად.კვერცხი უნდა იყოს კარგად გაცივებული.გულებს ავთქვეფთ ცალკე. შევურიოთ წინასწარ გაცრილი ფქვილი და კაკაო. შემდეგ ნელ-ნელა შევათქვიფოთ ათქვეფილი ცილა, მოვურიოთ ვიდრე არ გაერთიანდება და ჩავასხათ ქაღალდგამოფენილ კარაქიან ყალიბში, რომელსაც ვდგამთ წინასწარ 200გრადუსზე გახურებულ აერღუმელში, 20 წუთის განმავლობაში.მზადყოფნა შევამოწმოთ ხის ჩხირით.თუ მზადაა, გამოვიტანოთ, გავაცივოთ და შემდეგ ცივი ბისკვიტი გავჭრათ 2-3 ნაწილად.


კრემის მომზადება:

ოთახის ტემპერატურაზე შერბილებული კარაქი ავთქვიფოთ კარგად და ნელნელა შევათქვიფოთ შედედებული რძე.ვიდრე კრემის მომზადებას დავიწყებდეთ ჟელატინი დავფაროთ წყლით და დავდგათ ნახევარი საათი რომ კარგად გაჯირჯვდეს.შემდეგ ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ მუდმივი მორევით და გადმოვდგათ.კარაქიან მასას შევათქვიფოთ 1-2ს.კ.ხსნადი ყავა და 1ფილა მიკროტალღურ ღუმელში გამდნარი შოკოლადი და შემდეგ შეგრილებული ჟელატინი, მივიღებთ საკმაოდ მკვრივ და გემრიელ შოკოლადის კრემს.

გადავუსვათ ფენებს ეს კრემი.ზემოდან მოვაყაროთ მოხალული დაჭრილი კაკალი და მოვაცრათ კაკაო.გვერდებზეც წავუსვათ კრემი და შემოვაწყოთ შოკოლადიანი ვაფლის "ტრუბოჩკები", შევკრათ ლამაზი ბაფთით და შევდგათ მაცივარში 5-6 საათით.შემდეგ გამოვიღოთ, დავჭრათ და მივირთვათ გემრიელად ჩაისთან და ყავასთან!

image



ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებთ!



თქვენი მაშა















0
214
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0