x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მიხაელ, მიდი მოუგე ეს რბოლა სიკვდილს. ვიცით შენ ამას შეძლებ.

დღეს მიხაელ შუმახერი 45 წლის გახდა და მისი გულშემატკივრები მთელ მსოფლიოში აღნიშნავდნენ ამას.
ფორმულა1–ის ცოცხალი ლეგენდა, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, ორგზის ვიცე–ჩემპიონი და სამგზის მესამე ადგილის მფლობელი მიხაელ შუმახერი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა დღემდე, სამთო–სათხილამურო კურორტის სათხილამურო ტრასაზე თხილამურებით დაშვებისას თავის არეში მიღებული ტრავმის გამო. ლეგენდარულ მრბოლელს მეორედ გაუკეთდა ოპერაცია, რომელმაც დადებითი გავლენა მოახდინა მის მდგომარეობაზე და ექიმების განცხადებით ყოფილი მრბოლელის მდგომარეობა გაცილებით გაუმჯობესდა.თუმცა ჯერჯერობით მკვეთრ გაუმჯობესებაზე არაა საუბარი. დღეს 3 იანვარს ცნობილი მრბოლელი 45 წლის გახდა და მსოფლიოს მრავალ კუთხეში, მისმა გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს მორალურად დაეჭირათ მხარი "კუმირისათვის" და მისთვის ელოცათ.
"გამოჯანმრთელდი! ჩვენ ველით შენს დაბრუნებას!", "შენ შენს ცხოვრებაში უამრავი რბოლა მოიგე, მაშ მოიგე ეს რბოლაც სიცოცხლისათვის, ჩვენ ვიმედოვნებთ ამ რბოლასაც მოიგებ", "დაბადების დღეს გილოცავთ! შენ ამ დაბრკოლებასაც გადალახავ!", "წინ შუმი! ჩვენ შენთან ვართ ", –ასეთ ჩანაწერებს ტოვებენ დღეს შუმახერის ფეისბუქზე მისი ფანები.
ლონდონის არსენალისა და გერმანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლუკაშ პოდოლსკიმ კი ცალკე აქცია ჩაატარა. მისი გუნდის ფეხბურთელებმა გასახდელში გადაიღეს სურათი მაისურით, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა: "მალე გამოჯანმრთელდი შუმი".
ეს სურათი თავის ინსტრაგრამაზე განათავსა ფეხბურთელმა.
თავის მხრივ შუმახერის ოჯახმა მრბოლელის ოფიციალურ საიტზე გამოხატა მადლიერება შუმახერის ფანებისადმი–ჩვენთვის მძიმე მომენტში გამოხატული თანადგომისათვის გიხდით უღრმეს მადლობას ყველას, თქვენი თანადგომა ჩვენც გვანიჭებს ძალას, თქვენ იცით რომ მიხაელი მებრძოლია და ის არ დანებდება".
ფორმულა1–ის ყოფილმა მრბოლელმა საფრანგეთის სამთო კურორტზე (მერიბელი) სამთო თხილამურებით დაშვებისას მიიღო უმძიმესი ტრავმა თავის არეში, როცა ერთი სირთულის ტრასიდან ცდილობდა მეორე სირთულის ტრასაზე გადასვლას. შუმახერი დაეცა და თავით კლდეს "მიენარცხა", დაჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი მუზარადი ორ ნაწილად გაიყო.
მიხაელ შუმახერის სპორტული კარიერა ძალზე შთამბეჭდავია, მას ეკუთვნის რეკორდები: ფორმულა1–ის პოდიუმზე ასვლა 155–ჯერ, ეტაპებზე გამარჯვება 91–ჯერ, გამარჯვება ერთ სეზონზე 13–ჯერ, ასევე ზედიზედ ჩემპიონობა 5–ჯერ.
imageimageimageimage


3
78
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
78
  
2014, 3 იანვარი, 19:52
ხო მაგრამ დღეს რუსულ საინფორმაციოებზე იყო რომ სტაბილურადაა და საფრთხე აღარ ემუქრება...
2014, 3 იანვარი, 19:47
ღმერთმა ქნას, მაგრამ თავის ტრავმაა და რთულია პროგნოზირება.
2014, 3 იანვარი, 19:46
სტაბილურადაა ეხლა და მალე გამოჯანმრთელდება..
0 1 3