x
მეტი
  • 16.05.2024
  • სტატია:134699
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509015
საინტერესო საახალწლო მოსართავები ბუხრებისათვის
image

ბუხარი-ეს არამარტო სითბოს წყაროა თქვენს სახლში, არამედ ახალი წლის დეკორის დამატებითი ატრიბუტია. თუ როგორ შეიძლება მოვრთოთ და გავალამაზოთ ის ახალი წლის წინა დღეებში, მოგითხრობთ ამ მიმოხილვაში და გაჩვენებთ ულამაზეს სურათებს.

image

პირველ რიგში ბუხრის მთელი პერიმეტრი შეიძლება მოვრთოთ ცოცხალი ნაძვის ტოტებით, ციმციმა გირლანდებით, ნაძვისხის სათამაშოებით და სხვადასხვა საახალწლო დეკორაციებით.

image


მთავარია კარგად შევუხამოთ ერთმანეთს ფერთა გამა და გირლანდები ძალიან დაბლა არ დავკიდოთ, რათა თავიდან ავიცილოთ ხანძარი.

image

შეიძლება უბრალოდ აქცენტი გადავიტანოთ ყველასათვის ცნობილ ფერად-ფერად საშობაო წინდებზე და ჩამოვკიდოთ ისინი ბუხარზე.

image

ან დავკიდოთ ბუხროის თაროზე არანაკლებ პოპულარული საშობაო გვირგვინი, ხოლო თუ თაროს კიდეებზე ხის დეკორს განვათავსებთ, ნაძვისხეც კი აღარ იქნება საჭირო.

image

სხათაშორის, თავად ბუხრის თაროც მშვენიერ სამსახურს გაგვიწევს, მასზე შეიძლება განვალაგოთ კაშკაშა სანთლები, საახალწლო სურათები, ყვავილები ან სიმბოლური ფიგურები.

image

აქ არაა არავითარი შეზღუდვა, თაროზე შეიძლება დავდოთ ნებისმიერი საგანი, რაც ჩვენ გულსა და თვალს გაეხარდება.

image
image


3
467
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
467
  
2014, 2 იანვარი, 12:04
ხო მაგრამ პირველს გამოვარჩევდი:-) :-) :-)
2014, 2 იანვარი, 12:01
მეც ეგ მომეწონა ძალიან, მაგრამ პრინციპში ყველა ლამაზია:)
2014, 2 იანვარი, 11:50
ნე პირველი სურათი მომწონს:-) :-) :-) :-)
0 1 3