x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
უცნაური კანონების გამო შესაძლოა 20 წლის იტალიელი გოგო ციხეში ჩასვან.


image
უცნაური კანონების გგამო შესაძლოა 20 წლის იტალიელი გოგო ციხეში ჩასვან.
დღეს, 17:29


იტალიელი გოგონა დაადანაშაულეს პოლიციელზე ძალადობაში, პოლიციელის ჩაფხუტზე კოცნის გამო.
იტალიელი დემონსტრანტი გოგონა, რომელმაც მიტინგზე ყოფნისას წესრიგის დამცველ პოლიციელს აკოცა "შლემზე", პრობლემები ემუქრება. მის ქმედებას მიანიჭეს შემდეგი "სტატუსი"–"სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას სამართალდამცველის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის ძალადობრივი აქტი".
გოგონას მთელი სიმკაცრით დასჯის მოთხოვნით გამოვიდა, სამართალდამცველების პროფკავშირის (Coisp) პრეზიდენტი ფრანკო მაკკარი.
იტალიაში 16 ნოემბერს მოეწყო მიტინგი იტალია–საფრანგეთის მატარებლის ჩქაროსნული ხაზის მშენებლობის წინააღმდეგ. მიტინგის მსვლელობისას 20 წლის სტუდენტმა ნინა დე კიფრემ, მუზარადზე აკოცა 25 წლის პოლიციელს–სალვატორე პიჩჩონეს, რომელიც მიტინგის მსვლელობისას იქ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
სურათმა მოიარა იტალიის პრესა და შეაფასეს როგორც გოგონას მხრიდან "პაციფიზმისა" და სიყვარულის დამოკიდებულება სამართალდამცველებისადმი.
თავად იტალიის პოლიციის მხრიდან კი გოგონას მოქმედება შეფასდა როგორც საჯარო შეურაცყოფა. "წარმოიდგინეთ რომ მე მოვდივარ თქვენთან და გკოცნით თქვენ ყოველგვარი ნებართვის გარეშე, ეს არაა დანაშაული?–განაცხადა სამართალდამცველი ორგანოების პროფკავშირების პრეზიდენტმა ფრანკო მაკკარიმ. პოლიციელმა რომ აკოცოს მიტინგზე მყოფ მანიფესტანტს, შესაძლოა სულაც "მესამე მსოფლიო" ომი დაიწყონ პრესისა და მედიის წარმომადგენლებმა–დაამატა მაკკარიმ.
გოგონას სამწუხაროდ იტალიური კანონმდებლობით ემუქრება სამართლებრივი დევნა მოძალადის სტატუსით, რადგან იტალიური კანონმდებლობის მიხედვით, ძალადობად ითვლება არა მარტო აქტი, რომელიც ხდება პარტნიორის თანხმობის გარეშე. არამედ მოფერებაც და კოცნაც მეორე მხარის თანხმობის გარეშე.
იმედია ამ საქციელის გამო გოგონას არ მოუწევს სასამართლოს წინაშე წარდგომა.

8
98
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
98
  
2014, 5 იანვარი, 1:42
ცოტა სასაცილო კი იქნება მისი დასჯა, მაგრამ აბა დავფიქრდეთ ვიღაც უცხო მოვიდეს ჩვენთან და გვაკოცოს რა რეაქცია გვექნება:) ნუ ისე სიტუაციას და ვიზუალურ მხარესას კი გააჩნია და:)
2014, 1 იანვარი, 22:35
ზოგ ქვეყანაში რა უაზრო კანონებია:(
2014, 1 იანვარი, 22:29
გეთანხმებით, უაზრობად მიმაჩნია ამ საქციელის გამო დასაჯონ 20 წლის გოგო.
2014, 1 იანვარი, 19:16
საოცრად ჰუმანური და თბილი საქციელია,სასაცილოა ამის დასჯა :D
2013, 31 დეკემბერი, 18:31
:)))))))))))))))))))
2013, 31 დეკემბერი, 17:45
აბაა, სულ ეგრე არ გერიდებათ ხოლმე? :P :D:D
2013, 31 დეკემბერი, 17:42
ეტყობა მოერიდა და ამიტომ დახუჭა თვალები. :)
2013, 31 დეკემბერი, 17:40
მდაა, არადა ვერ ვიტყვი ჩაფხუტიანი სამართალდამცავი კატეგორიულად უარმყოფელია ამ ინციდენტისა, მგონი ეამა კიდეც ისეთი განაბული და თვალდახუჭულია ამ ინციდენტის დროს :)
0 1 8