x
მეტი
  • 02.05.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508706
2013 წლის მთავარი მოდური ტენდენციები
2013 წელს მოდის მიმდევარი ქალბატონები იმოსებოდნენ წარწერებიანი მაისურებით, ნახატებიანი შარვლებით, მასიური სამკაულებით და 80-იანი წლების სტილის სამოსით. საყვარელი ფერი კი იყო თეთრი და შინდისფერი, ქსოვილი კი ტყავი.

გადავხედოთ გასული წლის მოდურ ტენდენციებს.


თეთრი კაბა

გასულ წელს აღარ იყო მხოლოდ საქორწილო ცერემონიის ატრიბუტი-პრაქტიკულად ყველა ცნობილმა ქალბატონმა თავის მოვალეობად ჩათვალა წითელ ხალიჩაზე წარმოეჩინა ყველაზე მოდური ფერის კაბა საკუთარი გარდერობიდან.


image

როზი ჰანტინგტონ-უაიტლი


შინდისფერი

ბორდოს კეთილშობილური ფერი ასევე ყველაზე მოთხოვნადი იყო 2013 წელს. მეტად უჩვეულოდ გამოიყურება ყოველდღიური სამოსიც ბორდოსფერში.

image
ტეილორ სვიფტი

შავი ტყავი

2013 წლის მთავარი ქსოვილი გახლდათ. მისგან დიზაინერებმა დაამზადეს არამარტო ქურთუკები, ლაბადები ან შარვლები, არამედ რომანტიკული კაბები, ქვედაბოლოები და ზედა სამოსიც. როგორც 2014 წლის საგაზაფხულო კოლექციებში ჩანს ტყავი არც მომავალ წელს თმობს პოზიციებს.

image
ალექსა ჩანგი

შავ-თეთრი გამა

წლის რჩეული ტენდენცია გახდა. კლასიკური ფერების ნარევი მეტად პოპულარული იყო წითელ ხალიჩაზე და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც.

image

ლი ლეზარკი


ნახატებიანი შარვლები

განიერი კაშკაშა პრინტებიანი შარვლები მოდური გარდერობის აუცილებელ ნაწილად გადაიქცა-მას უხამებდნენ ყოველდღიურ მაისურებს და ასევე ფერად ბლუზებსაც.

image

სოლანჟ ნოულზი


უჩვეულო აქსესუარები

საყურე-სამაგრები, მასიური ყელსაბამები, ბეჭდები თითის მეორე ფალანგისთვის, სამაჯურები ხელისგულებისთვის, კასტეტები-ასეთი უჩვეული აქსესუარებით დაგვამახსოვრდა 2013 წელი.

image

სიენა მილერი


80-იანი წლების სტილი

თუ 2013 წლის დასაწყისი 20-იანების სტილის გავლენის ქვეშ იყო, მისი მეორე ნახევარი 80-იანებს დაეთმო, რისთვისაც მადლობა პირველ რიგში ფილმს "დიდი გეტსბი" ეკუთვნის.

image
ქეთი პერი


"ბინი"-ქუდები

დიდი ზომის მოქსოვილი ქუდები გასული წლის დამახასიათებელი მოდური მიმდინარეობა გახლდათ. პოპულარული იყო ქუდები ცისარტყელას ყველა ფერში. ქუდს მოხდენილად ირგებდნენ რიტა ორა, კარა დელავინი და რიანა.

image
რიტა ორა

წარწერებიანი მაისურები

დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს, თუმცა წელს პოპულარობამ ზენიტს მიაღწია-წითელ ხალიჩაზეც კი ცნობილი ქალბატონები მსგავს სამოსში ცხადდებოდნენ, რითაც თავიანთ გამოსვლას მეტ ორიგინალურობას მატებდნენ.
image
კარა დელავინი












0
94
3-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
94
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0