x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
უგემრიელესი ტორტი "სნიკერსი" (მაშას რეცეპტებიდან)
image

ეს უგემრიელესი ნამცხვარია, რომელიც ბევრისთვის ცნობილია.პირდაპირ დნება პირში თუ როგორც რეცეპტითაა მითითებული, ისე მოვამზადებთ.ბევრი ვერსია არსებობს "სნიკერსის"მომზადების.მე შემოგთავაზებთ ჩემებურ რეცეპტს.რომელიც ძალიან მომწონს.ამისთვის დაგვჭირდება შემდეგი


ინგრედიენტები ცომისთვის:

–6კვერცხის გული


–1, 5ჭ.შაქარი

–250გრ.მარგარინი(რბილი)

–1ს.კ.მაიონეზი

–1ჩ.კ.სოდა-ძმრით ამოყვანილი

–1შეკვრა.შაქრიანი ვანილი

–3ჭ.ფქვილი


ბეზე:

–6კვერცხის ცილა

–2ჭიქა შაქარი

–1შეკვრა შაქრიანი ვანილი


კრემისთვის:

–200გრ.კარაქი

–1ქილა მოხარშული შედედებული რძე(სგუშონი)

თავზე მოსაყრელად– 200გრ.მოხალული დაჭრილი "არახისი"ან კაკალი.


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

ავთქვიფოთ კვერცხის გული და შაქარი, შევათქვიფოთ რბილი მარგარინი, დავუმატოთ მაიონეზი, სოდა ძმრით, ვანილი, ფქვილი და მოვზილოთ რბილი ცომი.გავყოთ სამ ნაწილად და შევდგათ მაცივარში ნახევარი საათი.


მოვამზადოთ კარგი ბეზე.გამოვიღოთ ცომის მესამედი გავაბრტყელოთ ნამცხვრის ქაღალდზე, გადავუსვათ ბეზეს მესამედი და შევდგათ აერღუმელში ნელ ცეცხლზე გამოსაცხობად.ასე გამოვაცხობთ სამივე ფენას.

მოვამზადოთ კრემი:ავთქვიფოთ კარაქი და მოხარშული შედედებული რძე ისე რომ ჰაეროვანი კრემი მივიღოთ, დავუმატოთ ვანილიც.

გამომცხვარ 2ფენას გადავუსვათ კრემის ნახევარ–ნახევარი და მოვაყაროთ მოხალული თხილი ან კაკალი.მესამე ფენას კი მოვაწუწოთ მინანქარი ან გამდნარი შოკოლადი და მოვაყაროთ დარჩენილი კაკალი ან თხილი.გააჩერეთ რამდენიმე საათი რომ კრემი კარგად მიიღოს და...


image

მიირთვით გემრიელად!


ბედნიერ შობა–ახალ წელს გისურვებთ!


თქვენი მაშა





3
1317
7-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
1317
  
2013, 30 დეკემბერი, 12:53
მადლობა ასეთი კომენტარისთვის
2013, 30 დეკემბერი, 12:22
თქვენს სტატიებს რომ ვკითხულობ,მერე მთელი დღე ტკბილეული მელანდება :)))
2013, 30 დეკემბერი, 11:59
როგორ მიყვარს...
0 1 3