x
image
რედაქტორი
კექსი გარგარით
image
ასეთი წესით გამომცხვარი კექსი გამოდის ძალიან გემრიელი და ფაფუკი. მისი არომატი შეგვიძლია შევცვალოთ სხვადასხვა ხილის დამატებით თქვენი ფანტაზიის მიხედვით.


ინგრედიენტები:


-3ცალი-კვერცხი

-200გრ-შაქარი

250გრ-არაჟანი


-200გრ-ფქვილი

100გრ-სახამებელი

1ჩ/კ-სოდა

-გარგარი



მომზადება


1.კვერცხი და შაქარი აურიოთ კარგად, დავამატოთ არაჟანი და კიდევ ერთხელ საფუძვლიანად ავურიოთ.
2. ფქვილი და სახამებელი ავურიოთ ერთანეთში კარგად, დავამატოთ სოდა და მარილი და კიდევ ერთხელ კარგად ავურიოთ, უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი მასა.
3.მოამზადეთ ფორმა გამოსაცხობად, კარგად წავუსვათ ცხიმი, შემდეგ მოვაყარით მანის ფქვილი ან დაფქული სუხარი.
4.ფორმის ძირზე აუცილებლად დავდოთ ცომის მხოლოდ ნახევარი, ცომის მეორე ნაწილში შევურიოთ გარგარი. შემდეგ მეორე ფენად გარგარიანი ცომი დავადოთ ზემოდან ან შეიძლება გავაკეთოთ შემდეგნაირად: პირველ ფენას მოვაწყოთ დაჭრილი გარგარი და დავაფინოთ მეორე ფენა. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ გამოუცხობმა ცომმა არ უნდა დაიკავოს ფორმის - 2/3-ზე მეტი.
5. ფორმა შევდოთ ღუმელში და 160 გრადუსზე გამოვაცხოთ დაახლოებით ერთი საათი. უფრო ზუსტი დრო დამოკიდებული
თუ როგორი ღუმელი გაქვთ. პირველი 20 წუთის მაინძილზე ღუმელს კარი არ გავოვუღოთ. თუ როგორ არის გამომცხვარი შეგვიძლია შევამოწმოთ ხის ჩხირით.



0
482
5-ს მოსწონს
ავტორი:რედაქტორი
რედაქტორი
482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0