x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
სწრაფად გასაკეთებელი "შოკოლადიანი პეროგი" (მაშას რეცეპტებიდან)
image

ვის არ ქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც სასწრაფოდ მოგსურვებიათ რაიმე"გემრიელობა"? ან უკვე ზღურბლზეა სტუმრები და სასწრაფოდ გინდათ რაიმე იოლად მოსამზადებელი დესერტი გააკეთოთ?სწორედ ამ შემთხვევებისთვის გამოგადგებათ ეს გემრიელი და მარტივად გასაკეთებელი შოკოლადიანი პეროგი.მერწმუნედ, როგორც სწრაფად მზადდება, ასევე სწრაფადვე ქრება სუფრიდან.ესაა შოკოლადი, შოკოლადი და ისევ შოკოლადი.დნება პირში და ცდუნებას ვერავინ უძლებს, რაც არ უნდა ზედმეტ კილოგრამებს უფრთხილდებოდეთ.ბევრი რომ არ გავაგრძელო ქება ამ ნამცხვრის, მოგაწვდით რეცეპტს, გააკეთეთ, მიირთვით და შეფასება თქვენთვის მომინდვია.

ამისთვის კი დაგვჭირდება შემდეგი

ინგრედიენტები:



●კვერცხი–4ც.

● შედედებული რძე–1ქილა

●კარაქი–50გრ.

●რძიანი შოკოლადის ფილა–100გრ.

●შავი შოკოლადის ფილა–100გრ.

●ფქვილი–1-1, 5 ჭიქა(დამოკიდებულია ფქვილის ხარისხზე)

●ნამცხვრის გამაფხვიერებელი–1ჩ.კ

ამ პროდუქტებით გამოდის 5-7 პორცია.


მ ო მ ზ ა დ ე ბ ა:

1.შოკოლადი დავამტვრიოთ პატარებად და გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროვალნოვკაში.

2.კვერცხი ავთქვიფოთ მიქსერით კარგად.

3.დავუმატოთ გამდნარი კარაქი, შედედებული რძე, გამდნარი შოკოლადი და ავურიოთ კარგად.

4.დავამატოთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.

5.ავურიოთ ნელა კოვზით, ერთი მიმართულებით მორევით.

6.ყალიბში წავუსვათ კარაქი და დავასხათ მიღებული მასა.

7.შევდგათ 200გრადუსზე გახურებულ აერღუმელში 40 წუთის განმავლობაში.შემდეგ გავაცივოთ, სურვილისამებრ მოვაყაროთ შაქრის პუდრა ან მოვასხათ გამდნარი შოკოლადი, შემდეგ კი...

image


image


მიირთვით გემრიელად!


თქვენი მაშა











0
406
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
406
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0