x
image
ციცი
ბიჭოლას ჩიტებითა და ეგზოტიკური ყვავილებით გაფორმებული კაბების ახალი კოლექცია
სკანდალური ბიჭოლა, იგივე ანზორ თეთრაძე ყველასთვის კარგად ცნობილი ქართველი დიზაინერია. მისი ყველასგან განსხვავებული სტილი ყოველთვის საზოგადოების და მედიის განსჯის საგანია.

ბიჭოლა უკვე რამდენიმე წელია რაც კიევში იმყოფება. მას დიზაინერ და მოდელ ანუკი არეშიძესთან ერთად შექმნილი ქონდა Anouki Bicholla-ს ბრენდი, მაგრამ მათი ტანდემი დაიშალა და მას შემდეგ ცალ-ცალკე აგრძელებენ მოღვაწეობას.

ბიჭოლამ თავისი 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ყოფილი კოლეგის ანუკის გარეშე შექმნა. დეფილე შედგა ოქტომბერში და მისმა კაბებმა დიდი მოწონება გამოიწვია უკრაინაში.

მისი კაბების კოლექცია, რომელიც ჩიტებითა და ეგზოტიკური ყვავილებით არის გაფორმებული, მართლაც რომ შთამბეჭდავი და ავანგარდულია, ამასთან ერთად ცოტა თამამიც. მოდელთა უმეტესობას შიშველი მკერდი მოუჩანდა გამჭირვალე კაბებიდან. ბიჭოლას კაბებში სჭარბობდა შავი ფერი, თუმცა მან გამოიყენა ხალასისთვსის და მეტი მრავალფეროვნებისთვის, ლურჯი, თეთრი და წითელი ფერები. ახლა კი წარმოგიდგენთ ამ კოლექციიდან ფოტოებს. ასე რომ დატკბით!


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

1
171
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
171
  
2013, 24 დეკემბერი, 17:45
ძალიან ნიჭიერია
0 1 1