x
image
კატაპულტი
პუტინის უდიდესი მტერი - მიხეილ ხოდორკოვსკი თავისუფალია
imageცნობა მიხეილ ხოდორკოვსკის გათავისუფლების შესახებ დაუჯერებლად ჟღერს.ყოფილი მილიარდელი და ოლიგარქი რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით 2014 წლის აგვისტომდე პატიმრობაში უნდა ყოფილიყო, თუმცა ყველას გასაკვირად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იგი შეიწყალა და ვადაზე ადრე გაათავისუფლა.

როგორც რუსული გაზეთი “კომერსანტი" იუწყება, დეკემბრის დასაწყისში მიხეილ ხოდორკოვსკის დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა მეტად გაუარესდა, იგი სიმსივნითაა დაავადებული და ამჟამად გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას.სწორედ ამ მიზეზის გამო, ყოფილმა ოლიგარქმა შეწყალების თხოვნით მიმართა პრეზიდენტ პუტინს, ამ უკანასკნელმა კი იგი დააკმაყოფილა.

ხოდორკოვსკიმ შეწყალების თხოვნით მომმართა, რასაც ხელი მოვაწერე, -აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე, - “მან ათ წელზე მეტი გაატარა პატიმრობაში.ეს სრულიად საკმარისი დროა".

ხოდორკოვსკი 40 წლის ასაკში, 2003 წელს დააპატიმრეს გადასახადების დაფარვის ბრალდებით.პოლიტიკურ-ექსპერტთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ბრალდება გამოგონილია და ყველაფერი ოლიგარქის საქმიანობას უკავშირდებოდა.საქმე ისაა, რომ ვლადიმერ პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადის არჩევის პერიოდში ხოდორკოვსკი ოპოზიციას აფინანსებდა, ამასთან იგი ნავთობ-მაგნატი იყო და ხელს უშლიდა პუტინს, ენერგო სექტორზე კონტროლი მოეპოვებინა.


რუსი მილიარდელის 2003 წელს დაპატიმრება ბევრს არ გაკვირვებია, მაგრამ ახლა მისი გათავისუფლება კი ნამდვილად გამაოგნებელია.ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს, რომ ვლადიმერ პუტინს უცებ მოულბა გული თავისი მოწინააღმდეგისადმი და დაუფიქრებლად მოაწერა ხელი მის შეწყალებას.

0
53
2-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0