x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
არ დავიჩოქებ



არ დავიჩოქებ მუხლებზე

და არ ვიტყვი რომ დავმარცხდი,


ვიბრძოლებ.. ვიცი მოვკვდები

შევმუსრე “კერპი არმაზის"


ვერ დამაჩოქებთ აჩრდილნო

არ ვცნობ დემონთა განგებას,

არ ვიღებ ყოფას მონურსა

და ვგმობ სატანის ბრძანებას



მოდით შემმუსრეთ.. დამფლითეთ...

დაანთეთ ცეცხლი გოლგითში,

მირჩევნის მოვკვდე ბრძოლაში

მუნ განვადიდო ბოროტნი



მე არ დაგითმობთ ჩემს სხეულს

გასწიეთ ცივი ხელები,

ცეცხლი დაანთოთ ჯოჯოხეთს

ზეცა გაცუროთ გემებით




ვერ დამიმონებთ მაინცა

ვერ იგდებთ ჩემს სულს ხელადა,

მე არ გაგათანთ ოცნებებს

არ მოგცემთ ოქრო-ვერცხლადა



ბრძოლაში თუ დავეცემი


შევეწირები ცრემლადა,

ცას გადაჭედავს ვარსკვლავნი

მთვარე დამხედავს ველადა




დაჭრილს ხმა შემომესმება


გადაკარგული სატრფოსი,

და გამაცილებს იმ ქვეყნად

მონატრებული ამბორი




გარდაცვლილს, სულზე შემცივა


არვინ დამინთებს სანთელსა...


მარტოობით და ტკივილით

კვლავ მგლად შევღმუვლებ მთვარესა



ვიცი ბრძოლაში მოვკვდები

და აღარ დავსდევ წამებსა,

მახვილნი ხელში აიღეთ

ვისაც გარგუნათ განგებამ




ესაა ჩემი სიტყვები

ჩემი ტკივილით ნაშობი,

მე დემონები დამსდევენ

ანგელოზების ნაშობნი


1
27
5-ს მოსწონს
ავტორი:ჟურნალისტკა
ჟურნალისტკა
27
  
2013, 20 დეკემბერი, 2:37
ჩემი მეგობრის ლექსია
0 1 1