x
სუპერ ფრენკი

ფრენკ ჯეიმს ლამპარდი 1978 წლის 20 ივნისს რომფორდში დაიბადა. მის ოჯახში ფეხბურთს განსაკუთრებული ადგილი ეკავა, რადგან მამა, ბიძა და ბიძაშვილები სწორედ ამ სპორტის მიმდევარნი იყვნენ და მოსალოდნელი იყო რომ ფრენკიც მათ გზას გაჰყვებოდა. მან პატარა ასაკიდან დაიწყო ვარჯიში და ხშირად ნახავდით ფრენკს ბურთთან ერთად. ჩელსის ლეგენდა თავიდან “ჰით პარკის” ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა, შემდეგ კი სინჯებზე “არსენალს”, “ტოტენჰემსა” და “ვესტ ჰემს” ესტუმრა, ამ უკანასკნელმა კი 1994 წელს მას 1 წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

image“ჩაქუჩებში” ჩარიცხვიდან 1 წლის შემდეგ, 1995 წელს, გუნდმა ფრენკი “სუონზიში” გაანათხოვრა, სადაც იგი ატყობდა, რომ ფიზიკური მომზადება სჭირდებოდა და საკუთარ თავზე მუშაობა დაიწყო და “აპტონ პარკზე” დაბრუნებისთანავე ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებისთვის ბრძოლა დაიწყო, რასაც საბოლოოდ 1998-1999 წლების სეზონში მიაღწია და პაოლო დი კანიოსთან და იან რაიტთან ერთად გუნდის მთავარი თერთმეტეულის წევრი გახდა.

ფრენკის კარიერაში გარდატეხა 2001 წელს მოხდა, როდესაც იგი სტემფორდ ბრიჯზე გადაბარგდა. ტრანსფერის ღირებულებამ 11 მილიონი ფუნტი შეადგინა. მისი დებიუტი ჩელსიში 19 აგვისტოს ნიუკასლის წინააღმდეგ შედგა. “სუპერ ფრენკმა” სადებიუტო სეზონში 8 გოლი გაიტანა და სახელი გაითქვა როგორც საიმედო ნახევარმცველმა, რომელიც გოლების გატანასაც ახერხებდა. 2002-2003 წლების სეზონში კი ლამპარდმა 10ჯერ აიღო მეტოქის კარი. საკლუბო კარიერის პარალელურად იგი სანაკრებო დონეზეც შესამჩნევი ფიგურა გახდა და ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში მოახერხა თავის დამკვიდრება.
2003 წელს “ჩელსიში” უდიდესი ცვლილებები მოხდა, გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა – რომან აბრამოვიჩმა შეიძინა, რაც იმას ნიშნავდა, რომ “არისტოკრატებს” უფრო დიდი მიზნებისთვის მოუწევდათ ბრძოლა, ფრენკიც ხვდებოდა რომ მთელი თავისი პოტენციალი უნდა გამოევლინა. მალევე ჩელსის მთავარ მწვრთნელად 2004 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი ჟოზე მოურინიო დაინიშნა, მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა და “ლამპსმა” და “ჩელსიმ” აკრიფეს…
სამგზის ინგლისის ჩემპიონი, ოთხგზის ინგლისის ასოციაციის თასის მფლობელი, ორგზის ინგლისის ლიგისა და “ქომუნითი შილდზის” მფლობელი, ჩემპიონთა თასის და უეფას ევროპის ლიგის ტრიუმფატორი – ეს ყველაფერი ფრენკმა “ლურჯებთან” ერთად მოიგო, ხოლო მისი ინდივიდუალური ჯილდოების თუ რეკორდების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
დღესაც ფრენკი “ჩელსის” მოთამაშეა, ჩვენ კი, მისი გულშემატკივრები, ვისურვებდით რომ კიდევ დიდ ხანს გვეცქიროს ამ გენიალური ფეხბურთელის თამაშისთვის.

image

0
15
1-ს მოსწონს
ავტორი:ცოტნე ქებურია
ცოტნე ქებურია
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0