x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ბანანის გემრიელი მაფინები"კექსიჩკები" შოკოლადის მინანქრით (მაშას რეცეპტებიდან)
image

ჩემო ძვირფასო დიასახლისებო, დღეს შემოგთავაზებთ საოცრად გემრიელი მაფინების რეცეპტს, რომლის მომზადება საკმაოდ მარტივია, თუ თვალს მიადევნებთ ყურადღებით ჩემს მიერ მოწოდებულ რეცეპტს.თვალსაჩინოებისთვის თან ერთვის მომზადების ტექნოლოგიის ამსახველი ფოტოებიც.მაშ ასე, პირველ რიგში მოვამზადოთ საჭირო

ი ნ გ რ ე დ ი ე ნ ტ ე ბ ი:



–პ/ფქვილი–1/2 ჭიქა.

–ბანანი–2 პატარა ან 1 დიდი ზომის.

–ლერწმის შაქარი(ყავისფერი)–2ს.კ

–თეთრი შაქარი–2ს.კ

–კვერცხი–1ცალი.

–კარაქი–50გრ.

–გამაფხვიერებელი–1ჩ.კ.

–რძიანი ან მუქი შოკოლადის ფილა.


ამ ინგრედიენტებით გამოდის 9 ცალი კექსიჩკა.თუ მეტი გვინდა გავაკეთოთ, გავაორმაგოთ ინგრედიენტების რაოდენობა.


მომზადების წესი:

1)კარაქი ცოტახნით შევდგათ მიკროვალნოვკაში რომ შერბილდეს და დავაყაროთ ორივე სახის შაქარი და გავაფხვიეროთ.image

თუ არა გვაქვს ლერწმის შაქარი მაშინ ჩვეულებრივი გამოვიყენოთ, უბრალოდ ლერწმის შაქარს ძალიან კარგი სურნელი აქვს.

2)კვერცხიც ამავე ჯამზე დავამატოთ და მოვურიოთ კარგად.გაცრილი ფქვილიც გამაფხვიერებელთან ერთად და კარგად ავურიოთ ყველაფერი.

image

3)გავფრცქვნათ ბანანი და ცალკე თეფშზე ავთქვიფოთ ჩანგლით ან ბლენდერში დავამუშაოდ

image


და მიღებული მასა შევურიოთ ცომიან მასას, თუკი თხელი გამოვა, ცოტა ფქვილი დავამატოთ.

4)ფორმაში წავუსვათ ცხიმი და ჩავდოთ მიღებული ცომი.გამოვაცხოთ 200*С–ზე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში.image

გამომცხვარს ასეთი სახე ექნება

image

5)დავამტვრიოთ შოკოლადის ფილა და შევდგათ მიკროვალნოვკაში გასადნობათ ან ორთქლის აბაზანაზე გავადნოთ.image

6)როცა გადნება შეგრილებულ მაფინებს გადაუსვათ შოკოლადი ფუნჯით, ან როგორც მოახერხებთ და საბოლოოდ ასეთი სახე ექნება:

image

გააკეთეთ გემრიელი მაფინები და მიირთვით ჩაისთან და ყავასთან ერთად!

წარმატებებს გისურვებთ კულინარულ შემოქმედებაში!



მრავალს შობა–ახალ წელს დაესწარით!


image

თქვენი მაშა

0
157
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0