x
მითი თუ რეალობა
მითი თუ რეალობა? ამის გასარკვევად არაერთი მეცნიერი დაინტერესდა და არაერთი ექსპედიცია მოეწყო ბერმუდის სამკუთხედში, რეგიონში რომელიც შემოფარგლულია ფლორიდიდან ბერმუდამდე, შემდგეგ კი პუერტო–რიკოდან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით.ბერმუდის სამკუთხედი არის ადგილი სადაც უჩინარდებოდნენ და უჩინარდებიან საჰაერო თუ საზღვაო ხომალდები, სადაც ფიქსირდება პარანორმალურ მოვლენათა აუხსნელი ისტორიები. ხალხთა უმრავლესობა ამ ფაქტს, უცხოპლანეტელებს უკავშირებს, ზოგი მაგნიტურ ველს, ზოგიც ფიქრობს რომ ამ ადგილას ერთ–ერთი პლანეტის ნაწილია ჩამოვარდნილი.

image

უკანასკნელი 100 წლის მანძილზე დაახლოებით 100 მსხვილი საზღვაო თუ საჰაერო ხომალდის გაუჩინარებაზე საუბრობენ სხვადასხვა თეორიის მიმდევრები. გაუჩინარებათა გარდა იტყობინებიან ასევე წესიერ მდგომარეობაში ეკიპაჟის მიერ მიტოვებული გემების და ასევე სხვადასხვა სახის უჩვეულო მოვლენების შესახებ, როგორიცაა უეცარი გადაადგილებები სივრცეში, დროის ანომალიები და ა.შ.


imageსაინტერესო შემთხვევა არის "ევენჯერის" ტიპის 5 ბომბდამშენ–ტორპედოსანი რგოლის ისტორია. ეს თვითმფრინავები 1945 წლის 5 დეკემბერს აშშ ბაზიდან აფრინდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან. რადიოჩანაწერში მნიშვნელოვანი არაფერია ნათქვამი. ლეიტენანტმა ტეილორმა მხოლოდ განაცხადა, რომ მან ორიენტაცია დაკარგა და რომ მას ორივე კომპასი გაუფუჭდა.რამოდენიმე ხანში ტეილორმა გაფრენა დასავლეთით გადაწყვიტა და ევენჯერთა ეკიპაჟი ეცადა წყლის ზედაირზე დასხდომას. ამ დროისთვის უკვე დაბნელდა, ხოლო ზღვა, იმდროს იქ მყოფი გემების თქმით ძალზედ აბობოქრებული იყო. ევენჯერები გაუჩინარდნენ. გემის კაპიტანმა განაცხადა, რომ ის თვითმფრინავის ნამსხვრევებს თვალს ადევნებდა, და შემდეგ ზღვის ზედაპირზე ზეთის ლაქა აღმოაჩინეს.


image

სატვირთო გემი "სანდრა" გახდა 1951 წელს ჯონსის პუბლიკაციის გამოჩენის მიზეზი. გემი რომელიც მიდიოდა აშშ–დან ვენესუელაში, უკვალოდ გაქრა. ვერც ხომალდი იპოვეს და ვერც ადამიანთა გვამები. თითქოს მიწამ ჩაყლაპაო. რამდენადაც სადაო არ უნდა იყოს მეცნიერთათვის ბერმუდის სამკუთხედი, ადამიანებში ის უკვე იწვევს შიშს არარსებულისა, რომელიც მხოლოდ მითი შეიძლება იყოს. ან მათ შიშშს საფუძველი აქვს, და ეს მართლაც რეალობააა... მაგრამ მითია თუ რეალობა ეს ჯერჯერობით არავინ დაზუსტებით არ იცის.image

0
90
1-ს მოსწონს
ავტორი:პაპუნა რევიშვილი
პაპუნა რევიშვილი
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0