x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
უგემრიელესი საშობაო ტორტი "ლამაზი მდელო" (მაშას რეცეპტიდან)
image

არცერთი სადღესასწაულო სუფრა არ იქნება ლამაზი, გემრიელი და ორიგინალური ტორტის გარეშე.მე გთავაზობთ ორიგინალური და უგემრიელესი საშობაო ტორტის რეცეპტს, რომელიც სწორედ ამ ღირსებებით არის შემკული.

ამ ორიგინალური ტორტისთვის დაგვჭირდება

შემდეგი ინგრედიენტები:


imageცომი:

–პ/ფქვილი–––––––––––––60გრ.

–კარტოფილის სახამებელი–60გრ.

–შაქარი–––––––––––150გრ (6ს.კ.)

–კვერცხი––––––––––4 ცალი


გულსართი(შოკოლადის კრემი)

–შოკოლადი–––––––––250გრ.

–კვერცხის გული–––––4ცალი

–შაქარი––––––––150გრ.(6ს.კ)

–ნაღების კარაქი––––––150გრ.

–რომი ან კონიაკი––––––2ჩ.კ.

–შავი ყავა(ნალექიანი)–––2ჩ.კ.


მოსართავი ყავის კრემი:

–ნაღების კარაქი–––––––100გრ.

–კვერცხის გული–––––2ცალი

–შაქარი–––––––––––75გრ(3ს.კ)

–რომი ან კონიაკი–––––2ჩ.კ.

–შავი ყავა(ნალექიანი)–2ჩ.კ.

–ხსნადი ყავა–––––––––1ჩ.კ.


მომზადების წესი:

ჯერ მოვამზადოთ ცომი.ამისთვის 4 კვერცის ცილა და გული უნდა ავთქვიფოთ ცალ-ცალკე.75გრ შაქარი გამოვიყენოთ კვერცხის ცილისთვის, ხოლო მეორე 75გრ– კი გულებისთვის.ცილა ჯერ ავთქვიფოთ უშაქროთ ძალიან კარგად, მერე დავამატოთ შაქარი და კიდევ ვთქვიფოთ.გულები ცალკე ავთქვიფოთ შაქართან ერთად.

image

კვერცხის გულებს შევათქვიფოთ ნაწილი ბეზე, შემდეგ ნელი მორევით ერთი მიმართულებით დავამატოთ 60გრ. პ/ფქვილი და 60გრ.სახამებელი და როცა კარგად გაიხსნება, ნელა შევათქვიფოთ დარჩენილი ბეზე და როცა ცომი ერთგვაროვანი გახდება ცომიც მზადაა.image







ნამცხვრის ყალიბში ზომით 60X40სმ.დავაფინოთ ნამცხვრის ქაღალდი. წავუსვათ კარაქი და დავასხათ მიღებული ცომი.შევდგათ 170გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 15 წუთის განმავლობაში, ვიდრე არ შევადისფერდება.

image






ვიდრე ნამცხვარი ცხვება, მოვამზადოთ შოკოლადის კრემი–გულსართისთვის.4კვერცხის გულს დავამატოთ 150გრ შაქარი და ვთქვიფოთ კარგად გათეთრებამდე.

ცალკე ავიღოთ 250 გრ შოკოლადი, დავამტვრიოთ და გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე.დავუმატოთ 2ჩ.კ.შავი ყავა(ნალექიანი).გადმოვდგათ და ვურიოთ ვიდრე შოკოლადი არ გასქელდებაimage







ჯერ კიდევ თბილ შოკოლადს დავუმატოთ ათქვეფილი კვერცხის გულები, 150გრამი კარაქი და 2ჩ.კ.რომი ან არაყი.ვთქვიფოთ მიქსერით ვიდრე არ მივიღებთ ერთგვაროვან ფაფუკ მასას.

image






ბისკვიტი გამოვიტანოთ ღუმელიდან, მოვაცილოთ ქაღალდი და გადავახვიოთ ნესტიან ტილოში და ისე გავაგრილოთ.

image






ვიდრე ბისკვიტი ცივდება, გავამზადოთ ყავიანი კრემი.ავურიოთ 2ჩ.კოვზი მაგარი შავი(ნალექიანი) ყავა, 2ჩ.კ.რომი ან არაყი და 1ჩ.კ ხსნადი ყავა.

2კვერცხის გულს დავუმატოთ 3ს.კ.შაქარი, ვთქვიფოთ მიქსერით გათეთრებამდე.ათქვეფილ კვერცხის გულებს დავუმატოთ მიღებული ყავის ნარევი და ისევ გავაგრძელოთ თქვეფა.ბოლოს დავუმატოთ 100გრ.კარაქი და ვთქვიფოთ კარგად ვიდრე ფაფუკ და ერთგვაროვან კრემს არ მივიღებთ.image






დავიწყოთ ახლა ამ ტორტის აწყობა:გავშალოთ ტორტის ბისკვიტი და თანაბრად წავუსვათ შოკოლადის კრემი.

image






ისევ გადავახვიოთ რულეტი და ზემოდან წავუსვათ ყავის კრემი და ჩანგლით დავხაზოთ ისე თითქოს ხის ფესვებია და 1 საათი შევდგათ მაცივარში.

image






1საათის შემდეგ გამოვიტანოთ გამზადებული რულეტი და ორივე მხარეს ირიბულად ჩამოვაჭრათ 2 ნაჭერი და დავადოთ ზემოდან ტორტს გასაწყობათ, თითქოს მოჭრილი ხის მორებია.გავაფორმოთ ბეზეს სოკოებით და შოკოლადის ფოთლებით.ასევე შეგვიძლია მოვრთოთ თხილითაც.სოკოები და ფოთლები თავადაც შეგვიძლია სახლში გავაკეთოთ.ავთქვიფოთ დარჩენილი კვერცხის ცილა კარგად შაქრის ფხვილთან ერთად.დავსვათ პარკით სოკოები და ვაცხოთ ძალიან დაბალ ტემპერატურაზე 1, 5საათის განმავლობაშე.ვარდის ფოთლები ამოვავლოთ გამდნარ შოკოლადში და გაცივების შემდეგ მოვაცილოთ და მივიღებთ შოკოლადის ფოთლებს.

image

image





აი ჩვენი საშობაო ტორტი "ლამაზი მდელო"

მზადაა.გააცივეთ და ...

მიირთვით გემრიელად ჩაისთან ან ყავასთან ერთად!



მრავალ შობა–ახალ წელს დაესწარით ჩემო ძვირფასო მკითხველებო!



image





თქვენი მაშა!



0
81
6-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ბერიძე
რუსუდან ბერიძე
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0