x
მეტი
  • 01.05.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508667
საქართველოში აზერბაიჯანული კომპანია საავადმყოფოს ააშენებს

imageაზერბაიჯანული კომპანია ”SAYALI” 2015 წლის 1 ოქტომბრამდე მრავალპროფილიან სამედიცინო დაწესებულებას გახსნის.
ვალდებულებების ფარგლებში, რომელიც ინვესტორს საქართველოს მთავრობამ დააკისრა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და SAYALI -ისთვის გადაცემული ქონების რეკონსტრუქცია, რემონტი და სამედიცინო ინვენტარით აღჭურვა შედის.

გარდა ამისა, მისთვის გადაცემულ უძრავ ქონებაზე აზერბაიჯანულმა კომპანიამ კომერციული, ან საცხოვრებელი ინფრასტრუქტურა უნდა მოაწყოს.

SAYALI -მ აღნიშნულ პროექტებში სულ მცირე, 10, 6 მილიონი დოლარის ინვესტირება უნდა განახორციელოს.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანულ კომპანიასთან ხელშეკრულება ჯერ კიდევ ძველი ხელისუფლების პირობებში, 2011 წლის 15 დეკემბერს გაფორმდა.

0
45
9-ს მოსწონს
ავტორი:ონოფინტე
ონოფინტე
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0