x
image
cxvedo
იაკობის უძირო ჭა ტეხასის შტატში
Jacob’s Well


იაკობის ჭა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ადგილად ითვლება. იგი ტეხასის შტატში მდებარეობს. ფოტოებზეც ასახული იაკობის ჭა, რომელშიც ყმაწვილები ხტებიან, ქმნის ილუზიას, თითქოს უფსკრულში ხტებიან. სინამდვილეში ასეცაა და ეს ჭა სწორედ უფსკრულია.


Jacob’s WellJacob’s Well

იაკობის ჭის დიამეტრი 4 მეტრია და ერთი შეხედვით უასფრთხო აუზს ჰგავს, მაგრამ მისი სიღრმე რამდენიმე ათეული მეტრია და მასში ოთხი მღვიმეა გაერთიანებული. პირველი მღვიმე 9 მეტრი სიღრმიდან იწყება და 16.5 მეტრამდე გრძელდება. აქ არსებობს ღრმა წყლების ბინადარი თევზებისა და წყალმცენარეების მრავალი სახეობა.



Jacob’s WellJacob’s Well

მეორე მღვიმის სიღმე 24 მეტრამდე აღწევს. მას მყვინთავებმა ვიწრო შესასვლელის გამო სასიკვდილო ხაფანგი უწოდეს, რადგან იქ დაიღუპა ტეხასელი სტუდენტი Richard Patton.


Jacob’s WellJacob’s Well

მესამე მღვიმეში ფხვიერი ხრეშით შექმნილი შესასვლელის გამო ადვილია შეღწევა, მეოთხე მღვიმეს კი ღვთისმშობლის მღვიმეს უწოდებენ. იგი კირქვის ფორმირების შედეგად შეიქმნა დასწორედ ეს კირქვის კედლები ეხმარებიან მღვრიე წყლიდან მყვინთავებს გამოსასვლელის პოვნაში.

















6
609
5-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
609
  
2013, 15 დეკემბერი, 19:07
შეიძლება :-)
2013, 15 დეკემბერი, 18:43
მიუჩვეველი ადამიანისათვის ასეა, ისინი სავარაუდოდ ბავშვობიდან იქ დადიან და შეეჩვივნენ.
2013, 15 დეკემბერი, 18:08
ჰო მაგრამ ისეთი საშინელი შესახედია თითქოს ჩაითრევს ადამიანსო
2013, 15 დეკემბერი, 18:01
ცურვა იციან კარგად და ყვინთვაც ეცოდინებათ შესაბამისად. :)
2013, 15 დეკემბერი, 17:27
როგორ არ ეშინიათ აქ ბანაობა ნეტა
2013, 15 დეკემბერი, 17:19
უფფ, გამაჟრიალა. აქ როგორ ბედავენ ჩახტომას ნეტავ?:(
0 1 6