x
დღეიდან მართვის მოწმობის მიღების წესში ცვლილება შედის

მართვის მოწმობის აღება შეიცვალადღეიდან მართვის მოწმობის მიღების წესში ცვლილება შედის09:57 15.12.2013
დღეიდან მოქალაქეებს გამოცდის ჩაბარება როგორც ავტომატური, ისე მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე შეეძლებათ.

შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის ნინო კობახიძის განცხადებით, თუ პირი გამოცდის ჩაბარებას ავტომატური გადაცემათა კოლოფის მქონე ავტომანქანაზე გადაწყვეტს, მას მხოლოდ შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მიეცემა.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. ჩვენ დავაკმაყოფილეთ ევროდირექტივა. ისევე, როგორც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, თავად აირჩიონ, სურთ, მართონ მექანიკური, თუ ავტომატური მართვის კოლოფიანი ავტომანქანა", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ცვლილებები მართვის ახალ მოწმობებსაც შეეხება. სურვილის შემთხვევაში, მასზე მფლობელის სისხლის ჯგუფიც იქნება დატანილი.

ამასთან, აღნიშნულ პროექტს სააგენტო სისხლის ბანკთან ერთად განახორციელებს და იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დონორობას გადაწყვეტს, მას შესაძლებლობა ექნება, 4 ვირუსის გამოკვლევა უფასოდ ჩაიტაროს.

0
596
4-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი111
ირაკლი111
596
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0