x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508604
საქველმოქმედო კონცერტი აბაშაში

imageქალაქ აბაშის კულტურის სახლში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი „ყველანი ერთად ბავშვებისთვის“, რომელშიც მონაწლეობას იღებდნენ როგორც ადგილობრივი მომღერალი ხათუნა აბურჯანია ასევე
საქარტველოს ფილარმონიის სამეგრელო–ზემო სვანეთის
მხარის წარმომადგენელი ხვიჩა ახალაია, ჯგუფი „რომანტიკა”,
სპეციალურად კონცერტისთვის მოწვეული ბაქოში მოღვაწე ქართველი
მომღერალი მალუ მამფორია და სტამბულიდან მოწვეული მომღერალი ზვიად მეგრელიძე. შემოსული თანხით კი დაეხმარნენ ქ.სამტრედიის უპატრონო ბავშვთა სახლს. ჩვენ გავესაუბრეთ კონცერტის ერთ–ერთ ორგანიზატორს აკაკი წოწონავას, რომელმაც პირად საუბრეში თქვა „დიდი ხანია აბაშაში არ ვართ, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობ
აქაურ სითბოს, ყოველთვის მირეკავენ და მკითხულობენ სამეგრელოს რეგიონიდა, განსაკუთრებით ის ადამიანები რომლებსაც ხშირად ვეხმარებოდით ჩვენი საქველმოქმედო კონცერტებით. მინდა
ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მთელ შემოქმედებით ჯგუფს და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ბატონ დავით თოფურიას გაწეული სამსახურისთვის. ასევე დიდი მადლობა ჩვენს განსაკუთრებულ წამყვანებს თაზო ბენიძეს და ქეთი კაჭარავას. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ერთ კონცერტზე გაჩერებას და ვგეგმავთ დავიწყოთ სააწალწლო მარათონი „ახალი წელი ბავშვებს“, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ ყველა რაიონში ბავშვთა სახლების
მცირედით უზრუნველყოფას, როგორიცაა საახალწლო ნაძვისხე და ა.შ. ასევე დიდი მადლობა თქვენ რათა დაინტერესდით და გააშუქეთ ეს ყოველივე. „intermedia” დაუკავშირდა ქ.სამტრედიის ბავშვთა სახლის ხელმძღვანელებს „დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ ახალგაზრდებს ასეთი გულისხმიერებისთვის, მიხარია რომ ასეთი თაობა მოდის საქართველოში, დიდი მადლობა მათ და მთელ შემოქმედებით ჯგუფს, რომ გრძნობენ მათი თანამემამულეების გულისტკივილს.“
კონცერტმა მართლაც საინტერესოდ ჩაიარა, ძნელად აღსაზრდელ ბავშვთა სახლს გადაეცა სურსათი და საახალწლო ინვენტარი. როგორც კონცერტის ორგანიზატორები აცხადებენ ეს მხოლოდ დასაწყისია და უახლოეს მომავალში კიდევ გეგმავენ კონცერტებს სხვადასხვა ბავშვთა სახლების დასახმარებლად.
P.S ჩვენი საინფორმაციო სააგენტო წარმატებებს უსურვებს მათ.

imageimageimageimage

0
54
შეფასება არ არის
ავტორი:თაზუნა
თაზუნა
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0